დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივლისის №17-66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 29-104 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 02/10/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/10/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010260050.35.101.016551 |
|
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივლისის №17-66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივლისის №17-66 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 06.07.2015წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260050.35.101.016179) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის“ (დანართი №1):
1) მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ბ) დაზარალებული პირი (ოჯახი) – კომისიის მიერ განსაზღვრულ ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეები (მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლით გათვალისწინებული ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების მონაწილეები), „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სუბიექტები, რომლებსაც ქ.თბილისში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაენგრათ/დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლი/ბინა;“. 2) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. იმ პირებს (ოჯახებს), რომლებიც ამ წესის მიზნებიდან გამომდინარე არ ითვლებიან დაზარალებულ პირებად (ოჯახებად), თუმცა 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის დროს კანონიერი საფუძვლის გარეშე ცხოვრობდნენ კომისიის მიერ განსაზღვრულ ტერიტორიაზე და დაუზიანდათ მათ მფლობელობაში არსებული სახლები, შესაბამისი რაიონის გამგეობის მიერ, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფულადი დახმარების გარდა, ასევე მიეცემათ ერთჯერადად ფულადი დახმარება საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისათვის, რომელიც განისაზღვრება: ა) 1-2 წევრიანი ოჯახისთვის – 20 000 (ოცი ათასი) ლარით; ბ) 3-4 წევრიანი ოჯახისათვის – 35 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარით; გ) 5-6 წევრიანი ოჯახისათვის – 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარით; დ) 7 და მეტწევრიანი ოჯახისათვის – 60 000 (სამოცი ათასი) ლარით.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები