დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/10/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/10/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.109.016291 |
|
„მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ’’ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №60 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 28/12/2017წ., სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.109.016265) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 4. მოსაკრებლის განაკვეთი 1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ახალ ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ–2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს 2 ლარით, ხოლო საკურორტო ზონაში ახალ ასაშენებელი ობიექტის თითოეული კვადრატული მეტრისთვის – 5 ლარით. 2. ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში მოსაკრებლის ოდენობა ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის განისაზღვროს 1 ლარით. 3. ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ–2) საანგარიშო ფართობი, მოსაკრებლის ოდენობა მარტვილის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე (გარდა საკურორტო ზონისა) განისაზღვროს განაშენიანების კოეფიციენტის (კ–1) თითოეული კვადრატული მეტრისთვის 1 ლარით, ხოლო საკურორტო ზონაში თითოეულ კვადრატული მეტრისთვის-5 ლარით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები