ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 აგვისტოს №34 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვით და მშენებლობის ნებართვის გარეშე“ ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/10/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/10/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 09/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.128.016357
39
01/10/2018
ვებგვერდი, 04/10/2018
010250020.35.128.016357
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 აგვისტოს №34 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვით და მშენებლობის ნებართვის გარეშე“ ცვლილების შეტანის თაობაზე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №39

2018 წლის 1 ოქტომბერი

დაბა ხარაგაული

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 აგვისტოს №34 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვით და მშენებლობის ნებართვის გარეშე“ ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 აგვისტოს №34 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვით და მშენებლობის ნებართვის გარეშე“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ვებგვერდი, 20/08/2018, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.128.016349).

1. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ა“) საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ღერძიდან 100 მეტრში ორივე მხარეს I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის ასაშენებლად (გარდა იმ შენობა-ნაგებობისა, რომელთა მშენებლობა გათვალისწინებულია სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტიდან და I კლასს დაქვემდებარებული ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ: IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობისა) „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რომელიც გაიცემა II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით“;

„ბ“) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ და საკურორტო ზონებში „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რომელიც გაიცემა II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით”.

2. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ა“) მიწის ნაკვეთის საკუთრების ან/და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; საჭიროების შემთხვევაში მიწის ნაკვეთის ან/და არსებული საინჟინრო-საკომუნიკაციო ნაგებო(ბე)ბის მესაკუთრეთა ან/და ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობა, საზოგადოებრივი სივრცის გამოყენების შემთხვევაში ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანხმობა, ხოლო საერთაშორისო და შიდა სახელმწიფორბრივი მნიშვნელობის გზებზე , გზისპირა ზონებში მშენებლობისა და სხვა სახის სამუშაოების წარმოების დასაწყებად საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანხმობა.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე