დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 168 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/09/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 114, 18/09/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/09/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 00.0.00.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №168
2009 წლის 18 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, №54, მუხლი 460) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს “ხ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
“ხ1) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ადასტურებს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ნამდვილობას;“.
2. 41 მუხლის მე-8 პუნქტს დაემატოს “დ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„დ1) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება;“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები