თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების
დოკუმენტის ნომერი 65
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/09/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016443
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
65
28/09/2018
ვებგვერდი, 04/10/2018
010250050.35.163.016443
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების
თელავის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/10/2018 - 26/02/2021)

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №65

2018 წლის 28 სექტემბერი

ქ. თელავი

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ამავე კანონის   88-ე მუხლის პირველი პუნქტის  და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 131-ე მუხლის საფუძველზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმა, დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილი თხლაშიძე

დანართი N1
თელავის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის

ამომრჩევლებთან  საჯარო  შეხვედრების  მოწყობის  წესი

მუხლი 1

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობის საკითხებს.

მუხლი 2.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები ვალდებული არიან  მოაწყონ საჯარო შეხვედრა ამომრჩევლებთან და წარუდგინონ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  88-ე მუხლის შესაბამისად.

 მუხლი 3.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები ვალდებული არიან საჯარო შეხვედრის შესახებ ცნობა გამოაქვეყნონ მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე (www.telavi.gov.ge)  ან სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, საჯარო შეხვედრამდე 7 დღით ადრე მაინც.

 მუხლი 4.

საჯარო შეხვედრაზე ანგარიში წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი სახით. ანგარიშის წარდგენისას დასაშვებია აუდიო, ვიდეო და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება.

 მუხლი 5.

საჯარო შეხვედრაზე ანგარიშის მოსმენის სხდომას წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ან იმ ფრაქციის თავმჯდომარე, რომელ ფრაქციასაც წარმოადგენს საკრებულოს წევრი.

 მუხლი 6.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები ვალდებული არიან საჯარო შეხვედრის დროს ანგარიშის განხილვისას უპასუხონ ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.

 მუხლი 7.

საჯარო შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში ან სხვა საჯარო სივრცეში, ასევე შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში, შეხვედრის  ორგანიზაციულ  უზრუნველყოფას ახორციელებს საკრებულოს აპარატი.

მუხლი 8.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს გამართულ საჯარო ანგარიშების განხილვას.

მუხლი 9.

საჯარო შეხვედრაზე დამსწრეთ ანგარიშის წარდგენის შემდეგ უფლება აქვთ დასვან შეკითხვები, გამოთქვან შენიშვნები და წინადადებები, შეაფასონ მომხსენებლის საქმიანობა.

მუხლი 10.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ წარდგენილი ანგარიშები ოფიციალურად ქვეყნდება საჯაროდ მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე (www.telavi.gov.ge). 

დანართი N2

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის

მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმა

საკრებულოს წევრი (თანამდებობის პირი) ______________________________________________

თანამდებობის დასახელება __________________________________________________________

ფრაქციის დასახელება   ______________________________________________________________

კომისიის დასახელება   ______________________________________________________________

არჩევის წესი (მაჟორიტარული ოლქის მითითებით)  ___________________

საანგარიშო პერიოდი -  20___ წლის     ____  - დან   20 ___  წლის   _________მდე.

ანგარიშის ტიპი (რიგითი, რიგგარეშე)  ________________________________________________          

1. საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საქმიანობა

 1. სულ საკრებულოს სხდომების რაოდენობა   ------------------

•             საკრებულოს სხდომებზე დასწრება  ________________

2. სულ კომისიის სხდომების რაოდენობა  ________მ/შ დროებითი სამუშაო ჯგუფებისა და კომისიების -------------------

•    კომისიის სხდომებზე დასწრება   __________მ/შ დროებით სამუშაო ჯგუფებში და კომისიების-------------------

3. სულ ფრაქციის სხდომების რაოდენობა  ____________

•             ფრაქციის სხდომებზე დასწრება    _____________

4. საკრებულოს წევრის მიერ ინიციირებული საკითხები

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

ინიციირებული საკითხებიდან მიღებულ იქნა----- დადგენილება,---- განკარგულება

5. საკრებულოს წევრის მიერ მხარდაჭერილი მნიშვნელოვანი საკითხები -------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

6. ის საკითხები, რომლებსაც საკრებულოს წევრმა მხარი არ დაუჭირა

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

7. მოქალაქეებთან შეხვედრების რაოდენობა ---------- --- და შეხვედრებზე

დამსწრე  მოქალაქეთა რაოდენობა  ----------

8. მოქალაქეებთან შეხვედრისას გამოთქმული ძირითადი საკითხები

--------------------------------------------------------------------------------------------------------------

9. მოქალაქეთა პრობლემებზე საკრებულოს წევრის რეაგირების ფორმები 

(მათ შორის, დადებითად გადაწყვეტილი კონკრეტული საკითხები)

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

II. საკრებულოს წევრის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული სხვა

 საქმიანობა

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

შევსების თარიღი      ---------------------------

წარდგენის თარიღი    --------------------------

ხელმოწერა     -------------------------