„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის და საკრებულოს წევრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ოქტომბრის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 57
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/09/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016502
57
28/09/2018
ვებგვერდი, 04/10/2018
010250020.35.122.016502
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის და საკრებულოს წევრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ოქტომბრის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №57

2018 წლის 28 სექტემბერი

ქ. წყალტუბო

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის და საკრებულოს წევრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ოქტომბრის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის და საკრებულოს წევრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ოქტომბრის №68 დადგენილებაში (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.122.016333; 04/11/2015)  შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დადგენილების სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ“.

2. დადგენილების პირველი მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.“.

3. დადგენილების მესამე მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3

დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის  მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმა დანართი №3-ის შესაბამისად.“.

4. დადგენილების დანართი №1-ით დამტკიცებული წესის პირველი, მე-2, მე-3, მე-6, მე-7 და მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს წევრების მიერ ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობის საკითხებს“.

მუხლი 2

მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს წევრები ვალდებული არიან წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, მოაწყონ საჯარო შეხვედრა ამომრჩევლებთან და წარუდგინონ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.

მუხლი 3

მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს წევრები ვალდებული არიან საჯარო შეხვედრის შესახებ ცნობა გამოაქვეყნონ მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე (www.tskaltubo.gov.ge) ან სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, 7 დღით ადრე მაინც”.         

მუხლი 6

მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს წევრები ვალდებული არიან საჯარო შეხვედრის დროს ანგარიშის განხილვისას უპასუხონ ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.

მუხლი 7

საჯარო შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში ან სხვა საჯარო სივრცეში, ასევე შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში, რასაც ურთიერთშეთანხმებით უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი ან მერიის  ადმინისტრაციული სამსახური.“;                      

მუხლი 10

მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრების მიერ წარდგენილი ანგარიშები ოფიციალურად ქვეყნდება საჯაროდ მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე (www.tskaltubo.gov.ge), კანონით დადგენილ ვადაში.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №3 ფორმა ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმა

მუნიციპალიტეტის მერი ___________________________

საანგარიშო პერიოდი - 201___ წლის ____ - დან 201 ___ წლის _________მდე.

ანგარიშის ტიპი (რიგითი, რიგგარეშე) _________________________________ 

I. საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საქმიანობა

1. მუნიციპალიტეტის მერმა მერიის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში __________________

_______________________________________________________________________

________________________________________________________________________

2. მუნიციპალიტეტის მერმა მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის 

სფეროში განახორციელა  შემდეგი საქმიანობა: _________________________________

________________________________________________________________________

__________________________________________________________________________

3. მუნიციპალიტეტის მერმა საფინანო-საბიუჯეტო საქმიანობის სფეროში___________

_________________________________________________________________________

4.მუნიციპალიტეტის მერმა  მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის

სფეროში _____________________________________________________________

5. მუნიციპალიტეტის მერმა აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში 

განახორციელა შემდეგი საქმიანობა _____________________________________

_____________________________________________________________________

____________________________________________________________________

6. მუნიციპალიტეტის მერის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული 

ინფრასტრუქტურული პროექტები ____________________________________________

_____________________________________________________________________

___________________________________________________________________

____________________________________________________________________

7. მუნიციპალიტეტის საკრებულოში მერის მიერ ინიიცირებული საკითხები ___________

_____________________________________________________________________

________________________________________________________________________

_______________________________________________________________________

ინიციირებული საკითხებიდან მიღებულ იქნა ----- დადგენილება,---- განკარგულება

8. მუნიციპალიტეტის მერის მიერ საანგარიშო პერიოდში გამოცემული 

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების რაოდენობა  _____

______________________________________________________________________

9.მუნიციპალიტეტის მერის მიერ საანგარიშო პერიოდში დადებული 

ხელშეკრულებების და მემორანდუმების რაოდენობა_____________________________

__________________________________________________________________

10.მოქალაქეებთან შეხვედრების რაოდენობა ----------- 

და შეხვედრებზე მონაწილე მოქალაქეთა რაოდენობა ----------

11. მოქალაქეთა პრობლემებზე მერის მიერ რეაგირების ფორმები (მათ შორის,      დადებითად

გადაწყვეტილი საკითხები) _______________________________________________

______________________________________________________________________

_____________________________________________________________________

__________________________________________________________________

_______________________________________________________________________

_____________________________________________________________________

________________________________________________________________________

II. მუნიციპალიტეტის მერის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული სხვა

საქმიანობა

_______________________________________________________________________

______________________________________________________________________

_____________________________________________________________________

___________________________________________________________________

____________________________________________________________________

_______________________________________________________________________

_______________________________________________________________________

______________________________________________________________________

შევსების თარიღი ---------------------------

წარდგენის თარიღი --------------------------

ხელის მოწერა -------------------------

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ ივანეიშვილი