„ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 სექტემბრის №187 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 233
დოკუმენტის მიმღები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/09/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.157.016337
233
28/09/2018
ვებგვერდი, 04/10/2018
010250050.35.157.016337
„ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 სექტემბრის №187 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №233

2018 წლის 28 სექტემბერი

ქ. თეთრიწყარო

„ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 სექტემბრის №187 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების  საფუძველზე, თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს  ცვლილება „ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 სექტემბრის №187 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 06/10/2017, სარეგ. კოდი: 010250050.35.157.016291) დამტკიცებული დანართის „ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტები“, მე-10 მუხლში და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10. საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალის პროფესიული სტანდარტები

1. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში დასაქმებული/სტანდარტის ამოქმედებიდან 2024 წლის 1 სექტემბრამდე დასასაქმებელი:

ა) აღმზრდელ-პედაგოგი უნდა აკმაყოფილებდეს  ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა.ა) ფლობდეს სულ მცირე ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს ნებისმიერ მიმართულებაში/დარგში/სპეციალობაში, ჰქონდეს აღმზრდელის ან აღმზრდელ-პედაგოგის პოზიციაზე მუშაობის, სულ მცირე, 4-წლიანი გამოცდილება და გავლილი ჰქონდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება;

ა.ბ) ჰქონდეს ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭების დამადასტურებელი პროფესიული დიპლომი და გავლილი ჰქონდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება;

ბ) მუსიკის აღმზრდელ-პედაგოგი უნდა ფლობდეს უმაღლეს ან პროფესიულ სამუსიკო განათლებას და გავლილი ჰქონდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება.

2. საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალის მახასიათებლებია:

ა) აღმზრდელ-პედაგოგმა იცის და გააზრებული აქვს სწავლისა და განვითარების თეორიები,  განვითარების სფეროები და განვითარების კანონზომიერებები,  მასზე მოქმედი ფაქტორები;  ბავშვის საგანმანათლებლო და განვითარების სტანდარტები, სწავლის თეორიები, თანამედროვე კვლევები, მიდგომები, არსებული პროგრამები და სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვისას და წარმართვისას ითვალისწინებს და  ეყრდნობა მათ; პრაქტიკაში იყენებს  ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მეთოდოლოგიას; იცის თამაშის მნიშვნელობის თეორიული საფუძვლები, თავისუფალი თამაშის წახალისების სტრატეგიები, თამაშის ტიპები, ფორმები და იყენებს მას, როგორც სწავლებისა და განვითარების ძირითად მეთოდს; იცის ინკლუზიური განათლების სფეროში არსებული კანონმდებლობა და ინკლუზიური განათლების პრინციპები; ფლობს და, საჭიროების შემთხვევაში, პრაქტიკაში იყენებს შერეულ ასაკობრივ ჯგუფთან მუშაობის მრავალფეროვან მეთოდებს;

ბ) აღმზრდელ-პედაგოგს შეუძლია, უზრუნველყოს ბავშვზე ორიენტირებული, ბავშვისადმი კეთილგანწყობილი და ბავშვის მოტივაციისკენ მიმართული სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესი; უზრუნველყოს  თითოეული ბავშვის აქტიური ჩართვა სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის სხვადასხვა ეტაპის დაგეგმვასა და წარმართვაში  (მაგ.: მათთან ერთად ქმნის საგანმანათლებლო რესურსებს, ადგენს დღის განრიგს,  ჯგუფის წესებს და ა.შ.;.

გ) აღმზრდელ-პედაგოგი პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ავლენს ეფექტური კომუნიკაციის უნარს, გაწონასწორებული, კეთილგანწყობილი და ობიექტურია, ავლენს ემპათიას, იცავს ეთიკის ნორმებს; ავლენს ბავშვის მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან ურთიერთობის უნარს;

დ) აღმზრდელ-პედაგოგი სასწავლო პროგრამის, სწავლების მეთოდების, აქტივობების შერჩევისას და სამოქმედო გეგმების შედგენისას ითვალისწინებს  თითოეული ბავშვის ასაკს, განვითარების დონეს, საჭიროებებს, შესაძლებლობებსა და ინტერესებს. იცავს თანაფარდობას აქტიურ და მშვიდ, მცირე და დიდ ჯგუფებში განსახორციელებელ,  ბავშვებისა და უფროსის მიერ ინიციირებულ მოქმედებებს შორის;

ე) აღმზრდელ-პედაგოგი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესში აქტივობების დაგეგმვისას და თითოეულ ბავშვთან ინდივიდუალურად მუშაობისას იყენებს დარგობრივ ცოდნას, ირჩევს შესაბამის რესურსებს: კონსტრუქტორებსა და მათემატიკურ სამაგიდო თამაშებს, ბუნებისმეტყველების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასალებს, სხვადასხვა რესურსს, ბავშვების შესაძლებლობებისა და მზაობის გათვალისწინებით;

ვ) აღმზრდელ-პედაგოგი აცნობიერებს განათლების უწყვეტობის პრინციპის  გააზრებისათვის ეროვნული სასწავლო გეგმისა და ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველი კლასის საგნობრივი სტანდარტების ცოდნის მნიშვნელობას;

ზ) აღმზრდელ-პედაგოგი იცნობს სხვადასხვა სახის დარღვევებს, რაც ხელს უშლის ბავშვის სწავლასა და დამოუკიდებელ ფუნქციონირებას; ხელს უწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის სწავლასა და განვითარებას;

თ) მუსიკის აღმზრდელ-პედაგოგმა იცის ბავშვის ასაკობრივი თავისებურებები, სწავლისა და განვითარების თეორიები,  ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში არსებული სტანდარტები; ბავშვებისათვის მუსიკის სწავლების მეთოდოლოგია;

ი) მუსიკის აღმზრდელ-პედაგოგს შეუძლია მუსიკალურ-საგანმანათლებლო პროცესის წარმართვა ბავშვების მუსიკალური და ზოგადი განვითარების თავისებურებების გათვალისწინებით; ბავშვების მუსიკალურ-რიტმული, კოორდინაციისა და წარდგენის უნარების (დიაგნოსტირების შედეგების) გათვალისწინებით სასწავლო პროცესის დაგეგმვა; ბავშვების წარმოსახვის, იმპროვიზაციის უნარების, მსხვილი და ნატიფი მოტორიკის, ემოციური, მხატვრული, მუსიკალური  და სხვ. განვითარების ხელშეწყობა მუსიკალური აქტივობების საშუალებით. ბავშვებისათვის მუსიკის აღქმის უნარის განვითარება შესაბამისად შერჩეული რეპერტუარისა (სასიმღერო და მოსასმენი) და ინფორმაციის მეშვეობით; ბავშვების ასაკობრივი განვითარების შესაფერისი შინაარსის ღონისძიებების დაგეგმვა და წარმართვა; მუსიკალურ-შემოქმედებით პროცესში მონაწილეობა;

კ) მუსიკის აღმზრდელ-პედაგოგი რეგულარულად თანამშრომლობს აღმზრდელთან, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების თანამშრომლებთან, ბავშვის ოჯახის წევრებთან, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესზე დაკვირვებისა და ინფორმაციის გაზიარების მიზნით, ასევე  ერთობლივი შემოქმედებით-საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელებისათვის.

3.  საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველ სხვა პერსონალს აქვს:

ა) დაკავებული პოზიციის შესაბამისი უმაღლესი ან პროფესიული განათლება;

ბ) გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით.

4. შიდა მობილობის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნები გავრცელდება მოქმედ თანამშრომლებზე." .

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე