ქალაქ ბათუმში, დასახლება მწვანე კონცხზე მდებარე მიწის ნაკვეთისათვის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.34.25.664) განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ

ქალაქ ბათუმში, დასახლება მწვანე კონცხზე მდებარე მიწის ნაკვეთისათვის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.34.25.664) განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 65
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/09/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016413
65
28/09/2018
ვებგვერდი, 03/10/2018
010250050.35.132.016413
ქალაქ ბათუმში, დასახლება მწვანე კონცხზე მდებარე მიწის ნაკვეთისათვის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.34.25.664) განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №65

2018 წლის 28 სექტემბერი

ქ. ბათუმი

 

ქალაქ ბათუმში, დასახლება მწვანე კონცხზე მდებარე მიწის ნაკვეთისათვის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.34.25.664) განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის  მე-3 პუნქტის და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი – დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ 23-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო :

მუხლი 1
1. დამტკიცდეს ქალაქ ბათუმში, დასახლება მწვანე კონცხზე მდებარე მიწის ნაკვეთისათვის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.34.25.664) განაშენიანების რეგულირების გეგმა, დანართის შესაბამისად.

2. ქალაქ ბათუმში, დასახლება მწვანე კონცხზე მდებარე მიწის ნაკვეთისათვის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.34.25.664) განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებისათვის ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარ­მოდ­­გე­ნილი მოსაზრებების გათვალისწინებით, ქალაქ ბათუმში, მწვანე კონცხზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.34.25.664) განსათავსებელი ობიექ­ტის მოცულობა შემცირდეს და განისაზღვროს არაუმეტეს 28 სართულისა.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულიკო თებიძე