დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/09/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/10/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.114.016405 |
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე- 2 პუნქტების, 851 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესი დანართი №1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებული პროაქტიულად ან/და ბეჭდური სახით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა დანართი №2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების გამოქვეყნებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 აგვისტოს №24 დადგენილება. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1. ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესს, ფორმას, ადგილს და პროაქტიულად ან/და ბეჭდური სახით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას.
2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული კანონმდებლობით, რეგულირდება ამ წესით. 3. ამ დადგენილებით განსაზღვრული პროაქტიულად და ბეჭდური სახით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა არ არის ამომწურავი და არ ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის ორგანოებს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად ან/და ბეჭდური სახით გამოქვეყნების ვალდებულებისგან. |
მუხლი 2.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების ფორმა და წესი |
1. მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია ქვეყნდება პროაქტიულად და ბეჭდური სახით ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით.
2. ამ დადგენილებით განსაზღვრული საჯარო ინფორმაცია ნებისმიერი პირისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. დაუშვებელია პროაქტიულად ან/და ბეჭდური სახით გამოქვეყნებულ საჯარო ინფორმაციის მიღებაზე საფასურის ან/და ნებისმიერი სხვა შეზღუდვის დადგენა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შეთხვევებისა. 3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად ან/და ბეჭდური სახით გამოქვეყნება მუნიციპალიტეტის ორგანოებს არ ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით იმავე ან/და სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისგან. 4. თუ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არ აღემატება 2 ლარს, ინფორმაციის მომთხოვნი თავისუფლდება ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდისაგან. 5. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად ან/და ბეჭდური სახით გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების მიერ წინასწარ განსაზღვრული საჯარო მოსამსახურე. |
მუხლი 3.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური სახით გამოქვეყნების ადგილი |
1. მუნიციპალიტეტის ორგანოები უზრუნველყოფენ ამ დადგენილების დანართი №2-ით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად ან/და ბეჭდური სახით გამოქვეყნებას.
2. ელექტრონული ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ორგანოების ვებგვერდსა და მათ მართვაში არსებულ სხვა ელექტრონული რესურსების გამოყენებით. 3. ბეჭდური სახით ინფორმაცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ორგანოების შენობებში სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას, ასევე, მუნიციპალიტეტის დასახლებებში ბეჭდური ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება საინფორმაციო სტენდების გამოყენებით. 4. მუნიციპალიტეტის დასახლებებში საინფორმაციო სტენდის გამართულად ფუნქციონირებაზე და ინფორმაციის განახლებაზე პასუხისმგებელია შესაბამის დასახლებაში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი. 5. იმ შემთხვევაში, თუ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაცია დიდი მოცულობისაა და მისი სრულად გამოქვეყნება ვერ ხერხდება მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების შენობებში სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას ან/და მუნიციპალიტეტის დასახლებებში საინფორმაციო სტენდებზე, აუცილებელია აღნიშნულ ადგილებში მიეთითოს დოკუმენტის შესაბამისი რეკვიზიტები (სათაური, მიმღები ორგანო, მიღების თარიღი, დოკუმენტის ნომერი) და ადგილი, სადაც შესაძლებელია დოკუმენტის სრული ვერსიის გაცნობა და ასლის გადაღება. |
მუხლი 4.
საჯარო
ინფორმაციის
პროაქტიულად
და
ბეჭდური
სახით
გამოქვეყნების
სტანდარტი
|
1. მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ პროაქტიულად ან/და ბეჭდური სახით გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტე, ნამდვილობა და პერიოდული განახლება. აღნიშნული ინფორმაციის განახლებისას უნდა მიეთითოს მისი განახლების თარიღი.
2. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე. |
დანართი №2
|
პროაქტიულად ან/და ბეჭდური სახით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა
|
. |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები