დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანისთაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | ნ-23 |
დოკუმენტის მიმღები | ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი |
მიღების თარიღი | 28/09/2018 |
დოკუმენტის ტიპი | ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/10/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240000.64.076.016053 |
|
„ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 31/10/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010240000.64.076.016003) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ ბრძანების ამოქმედებამდე საქართველოში რეგისტრირებულ პროფესიულ ორგანიზაციას, რომელშიც უნდა გაწევრიანდეს აუდიტორების რეესტრში რეგისტრაციით დაინტერესებული ფიზიკური პირი, ამ წესის მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაეთვალოთ. ამ პუნქტით გათვალისწინებულმა პროფესიულმა ორგანიზაციებმა უზრუნველყონ სასერტიფიკაციო პროგრამების დადგენის, საგამოცდო პროცესის აღიარების წესისა და განგრძობითი განათლების პროგრამების აღიარების წესის შემოღებიდან, არაუგვიანეს 3 თვის ვადაში – განგრძობითი განათლების, ხოლო 2018 წლის 1 დეკემბრამდე – სერტიფიკაციისა და საგამოცდო პროცესის სამსახურის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა და აღიარება სამსახურის მიერ. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, თუ გამოვლინდა რომ ის პროფესიული ორგანიზაცია არ აკმაყოფილებს კანონისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებს, სერტიფიცირებული ბუღალტერი/აუდიტორი ვალდებულია გაწევრიანდეს საქართველოს სხვა პროფესიულ ორგანიზაციაში, რომელიც დააკმაყოფილებს კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები