,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 აგვისტოს №19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 აგვისტოს №19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/09/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.133.016271
36
28/09/2018
ვებგვერდი, 02/10/2018
010250050.35.133.016271
,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 აგვისტოს №19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №36

2018 წლის 28 სექტემბერი

ქ. ბათუმი

 

,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 აგვისტოს №19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და  ეკონომიკურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 აგვისტოს №19 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში  (www.matsne.gov.ge,  03/09/2014,  სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.133.016114) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისია არის საკრებულოს მუდმივმოქმედი ორგანო, რომლის შექმნის მიზანია: საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ სფეროში, საკრებულოში (ბიუროსა და სხდომაზე) განსახილველი საკითხების წინასწარი მომზადება, საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობა, მერიის, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული  იურიდიული  პირების კონტროლი.“.

2. მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) აკონტროლებს მერიის შესაბამისი მიმართულების სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობას, ისმენს მათ ანგარიშებს და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებსა და შეფასებებს;“.

3. მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ , „ვ“ და „პ“ ქვეპუნქტები   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს კანონის ,,საბიუჯეტო კოდექსის“ 78-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საკრებულოს წარუდგენს დასკვნას საკრებულოს ფრაქციის ან/და საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მიერ ინიციირებული ბიუჯეტის პროექტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მერისთვის გაგზავნილი შენიშვნებთან შესაბამისობის შესახებ;

ვ) განიხილავს საქართველოს კანონის „საბიუჯეტო კოდექსის“ 85-ე მუხლის შესაბამისად მერის მიერ მომზადებულ ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით, რომელიც მოიცავს შემოსულობების, გადასახდელების (მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების), ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ფაქტობრივი მოცულობების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებს და რეკომენდაციებს;

პ) განიხილავს მერის წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს შესაბამის დასკვნებსა და რეკომენდაციებს.“.

4. მე-6 მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მერიის და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარადგინონ გაწეული საქმიანობის  ანგარიში.“.

5. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკრებულოს კომისიის სხდომებს იწვევს და წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო ამ დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კომისიის თავმჯდომარის მიერ დანიშნული პირი, ხოლო ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, სხდომაზე დამსწრეთაგან კომისიის უხუცესი წევრი. კომისიის სხდომები იმართება საჭიროებისამებრ, საკრებულოს თავმჯდომარის, ბიუროს, კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის წევრთა უმრავლესობის ინიციატივით.“.

6. მე-9 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს ბიუროს ან შესაბამისი კომისიების გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს კომისიების გაერთიანებული სხდომა.“.

7. მე-9 მუხლის მე-8 პუნქტი  ამოღებულ იქნეს.

8. მე-10 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდე შემდეგი რედაქციით:

„2. კომისიის დახურულ სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს წევრებს, მერს, აგრეთვე ამ სხდომაზე სპეციალურად მოწვეულ პირებს.

6. კომისიას უფლება აქვს მის მიერ განსახილველი საკითხების მოსამზადებლად მერიის შესაბამისი  სამსახურების, სამეცნიერო დაწესებულებების, საზოგადოებრიობის წარმომადგენლებისაგან შექმნას კომისიის სამუშაო ჯგუფი.“.

9. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისიის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარი მაინც. გადაწყვეტილების მიღება ხდება კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტით. თუ რამდენიმე კომისია იხილავს საკითხს გაერთიანებულ სხდომაზე, კენჭისყრა  ტარდება ერთობლივად.“.

10. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისიის სხდომაზე დგება ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს: კომისიის დასახელება; კომისიის სხდომის ჩატარების რიცხვი, თვე, წელი და ადგილი; ოქმის რიგითი ნომერი; კომისიის სხდომის თავმჯდომარის და კომისიის სხდომაზე მონაწილე წევრთა რაოდენობა და ვინაობა; კომისიის დღის წესრიგის საკითხები, გამომსვლელთა ვინაობით; ყველა წამოყენებული წინადადება, რომელიც დაისვა კენჭისყრაზე; კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება. სხდომის ოქმს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი გამოქვეყნებისთანავე.

 


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენადიმ ვარშანიძე