„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 52
დოკუმენტის მიმღები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/09/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/10/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 29/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.112.016388
52
28/09/2018
ვებგვერდი, 02/10/2018
010260020.35.112.016388
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
 
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №52

2018 წლის 28 სექტემბერი

ქ. ლანჩხუთი

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 63-ე მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №43 დადგენილებაში (ვებგვერდი, 27/12/2017; სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.112.016325) შევიდეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების“:.
ა) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. განათლებისა და კულტურის განყოფილება

განათლებისა და კულტურის განყოფილების ფუნქციებია:

ა) განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების, მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების, კოორდინირებულად მუშაობის უზრუნველყოფა;

გ) ძეგლთა დაცვის მუნიციპალური პროგრამების განხორციელების კოორდინაცია;

დ) წინადადებების შემუშავება მის სფეროს მიკუთვნებული დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

ე) კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მოწყობა;

ვ) შემოქმედებითი ჯგუფების პოპულარიზაციის ხელშეწყობა.“;

ბ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ფუნქციებია:

ა) მოსახლეობის სპორტულ-გამაჯანსაღებელი და ახალგაზრდული პროგრამების შემუშავება და მათი შესრულების ხელშეწყობა;

ბ) მუნიციპალიტეტის მასობრივი სპორტული ღონისძიებების წლიური გეგმების შემუშავება;

გ) საერთაშორისო და ადგილობრივი სპორტული ღონისძიებების ჩატარების კოორდინაცია;

დ) სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;

ე) სპორტული ღონისძიებების ორგანიზება;

ვ) სპორტული ღონისძიებების წლიური პროგრამების შემუშავება;

ზ) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება;

თ) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების განხორციელების კოორდინაცია;

ი) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსებისა და ახალგაზრდული დაწესებულებების გამართულ ფუნქციონირების უზრუნველყოფა;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელივლადიმერ ნანაძე