დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 50 |
| დოკუმენტის მიმღები | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/09/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/10/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/02/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.112.016386 |
|
„ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების
შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 იანვრის №3 დადგენილებაში (ვებგვერდი 02/02/2016; სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.112.016254) შევიდეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ჯილდოს გაცემის წესის“ მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. ჯილდოს გაცემის წესი 1. შესაბამისი მწვრთნელის/დაწესებულების მომართვას ჯილდოს გაცემის თაობაზე განიხილავს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური და შესაბამის დასკვნას წარუდგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ჯილდოს გაცემის შესახებ. 2. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევებისა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება იმ სპორტსმენის/მწვრთნელის დაჯილდოების შესახებ, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, მაგრამ წლის განმავლობაში გამოირჩეოდა განსაკუთრებული წარმატებით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე ვრცელდება მერისთვის მომართვისა და გადაწყვეტილების მიღების ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნები. 4. ამ წესით განსაზღვრული ფულადი ჯილდოს გაცემა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადის გათვალისწინებით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები