დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 14 თებერვლის №35/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 210/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 26/09/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/09/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220010020.18.011.016338 |
|
„ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 14 თებერვლის №35/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 14 თებერვლის №35/04 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 17/02/2012, სარეგისტრაციო კოდი: 220010020.18.011.016067) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეთა მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“. 2. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 52-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 55¹ მუხლის და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,“. 3. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. დამტკიცდეს ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეთა მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესი.“. 4. ბრძანებით დამტკიცებული წესის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეთა მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესი“; ბ) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეების და/ან მათი მმართველი ორგანოს წევრის მიმართ გამოიყენოს ამ წესით დადგენილი ფულადი ჯარიმები, თუ ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილემ და/ან მისი მმართველი ორგანოს რომელიმე წევრმა დაარღვია ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა, ეროვნული ბანკის ინსტრუქცია, დებულება, წესი, მოთხოვნები და/ან წერილობითი მითითებები, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები (მხოლოდ იმ ანგარიშვალდებული საწარმოს შემთხვევაში, რომელიც წარმოადგენს საზოგადოებრივი დაინტერესების პირს (სდპ)) .“. გ) მე-3 მუხლის: გ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობისა და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევა“; გ.ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი: „10. ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშგებების ამავე კანონით დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით წარუდგენლობა გამოიწვევს საწარმოს დაჯარიმებას 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეული ფაქტზე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები