„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიმართ სანქციების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 8 ოქტომბრის №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიმართ სანქციების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 8 ოქტომბრის №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 211/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 26/09/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 220020050.18.011.016339
211/04
26/09/2018
ვებგვერდი, 27/09/2018
220020050.18.011.016339
„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიმართ სანქციების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 8 ოქტომბრის №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №211/04

2018 წლის 26 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიმართ სანქციების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 8 ოქტომბრის №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:


მუხლი 1
  „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიმართ სანქციების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 8 ოქტომბრის №257 ბრძანებაში (სსმ III, 2002 წ., №101, მუხ. 879) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების უსაფრთხოდ და სტაბილურად ფუნქციონირებისა და მოსალოდნელი დანაკარგების მინიმიზაციის მიზნით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) პირველი მუხლის:

ა.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების ზედამხედველობის განხორციელების შედეგად ამ დაწესებულებების საქმიანობაში არსებული პოტენციური სისუსტეების ან დარღვევების გამოვლენისას, მათი გამოსწორებისა და აღკვეთის ადეკვატური ღონისძიებების სახეობებს, მათ გამოყენებას, ასევე საეჭვო გარიგებების თაობაზე მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისათვის ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №2 ბრძანებით დამტკიცებული „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ” დებულების, ასევე „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევისათვის შესაბამის სანქციებს.“;

ა.ბ) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) რამდენად სრულად ან დროულად ასრულებს ეს დაწესებულება „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №2 ბრძანებით დამტკიცებული ,,არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ” დებულების, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის თავიდან აცილების მიზნით შიდა კონტროლის განხორციელების თაობაზე ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.“;

ბ) მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ჯარიმა – არის საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებისა და მოთხოვნების შეუსრულებლობის ან დარღვევებისათვის არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისათვის, ასევე მისი ხელმძღვანელებისათვის დადგენილი ოდენობით ფულადი თანხის გადახდის დაკისრება;“;

გ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება დაჯარიმდება:

ა) თუ არ მოამზადებს და ეროვნულ ბანკს არ წარუდგენს საზედამხედველო ანგარიშგებას – 500 ლარით თითოეულ წარუდგენელ ანგარიშზე;

ბ) თუ ჩაშლილია და მოუწესრიგებელია აღრიცხვა-ანგარიშგება – 1500 ლარით;

გ) „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშგებების ამავე კანონით დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით წარუდგენლობისთვის - 10 000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე