დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 383 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 08/10/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/10/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 15/10/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017140 |
|
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, მუხლი 2552) დამტკიცებული წესის: |
1.
23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 23. ავტოგასამართ, აირგასამართ, აირსავსებ საკომპრესორო სადგურებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი ან/და მრიცხველი მექანიზმების დალუქვა 1. ავტოგასამართ სადგურში (ამ მუხლის მიზნებისთვის შემდგომში – აგს), ასევე აირგასამართ და აირსავსებ საკომპრესორო სადგურში (ამ მუხლის მიზნებისთვის შემდგომში – აირსავსები სადგური) მარიგებელი სვეტების ფუნქციონირება უნდა განხორციელდეს მხოლოდ ამ მუხლით დადგენილი წესით დალუქული მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების საშუალებით. 2. აგს-ში/აირსავსებ სადგურში მრიცხველი და მადოზირებელი მექანიზმების პირველად დალუქვას და ყოველ ხელახალ დალუქვას ახორციელებს გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ლუქებით, აღნიშნული მექანიზმების მეტროლოგიური დამოწმების ჩატარების შემდეგ. 3. აგს-ის/აირსავსები სადგურის მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების მეტროლოგიურ დამოწმებას ახორციელებს სააგენტო ან აკრედიტებული პირი თავისი კომპეტენციის ფარგლებში. 4. აგს-ში/აირსავსებ სადგურში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების დალუქვა ხორციელდება საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ლუქებით. 5. საგადასახადო ორგანოს ლუქებით დალუქვას ექვემდებარება აგს-ში/აირსავსებ სადგურში არსებული ყველა მარიგებელი სვეტი, მიუხედავად იმისა, გამოიყენება თუ არა ეს სვეტი საწვავის/აირის მისაწოდებლად. 6. საგადასახადო ორგანოებში ლუქების გაცემასთან დაკავშირებულ პროცესებზე მართვის და ზედამხედველობის განხორციელების პროცედურები განისაზღვრება საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რისთვისაც უნდა გაიხსნას შესაბამისი ჟურნალები ელექტრონული ან მატერიალური ფორმით. 7. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია აგს-ში/აირსავსებ სადგურში მარიგებელი სვეტების მადოზირებელ და მრიცხველ მექანიზმებზე ლუქის დადებამდე/ახსნამდე არაუგვიანეს 1 საათისა ელექტრონული განცხადებით მიმართოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს და აცნობოს ლუქის დადების/ახსნის ზუსტი დრო. 8. აგს-ში/აირსავსებ სადგურში მარეგულირებელი სვეტების მადოზირებელ და მრიცხველ მექანიზმებზე ლუქის დადების/ახსნის დროს გადასახადის გადამხდელის მიერ ფორმდება დანართი №14-ის შესაბამისი აქტი, რომლის შენიშვნის გრაფაში უნდა მიეთითოს ლუქის დადების/ახსნის მიზეზები (გეგმური, მექანიზმების დაზიანება, ლუქების დაზიანება და სხვ.). 9. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია აქტის ერთი ეგზემპლარი, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს აქტის შედგენიდან არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა. მარიგებელი სვეტის დაზიანების შემთხვევაში, თუ მისი შეკეთება მოითხოვს მადოზირებელ ან/და მრიცხველი მექანიზმებზე საგადასახადო და მეტროლოგიური დამოწმების ორგანოების მიერ დადებული ლუქის მოხსნას (მ.შ. მათი შეკეთების ან შეცვლის მიზნით) ან იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელმა აღმოაჩინა ლუქის დაზიანების ფაქტი, იგი ვალდებულია დაზიანების აღმოფხვრამდე შეაჩეროს საწვავის მიწოდება და აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ლუქის გამცემ საგადასახადო ორგანოს ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, რის შემდეგაც იგი ხსნის ლუქებს და გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის შემდგეგ ამ მუხლით დადგენილი წესით ახდენს მექანიზმების ხელახალ დალუქვას. 10. აგს-ში/აირსავსებ სადგურში მარეგულირებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების ხელახალი დალუქვა სავალდებულოა ბოლო დალუქვიდან 1 წლის გასვლის შემდეგ. 11. აგს-ის/აირსავსები სადგურის მოსარგებლის ცვლილების შემთხვევაში (თუ ამ მუხლით დადგენილი საერთო წესით არ ხორციელდება აგს-ის/აირსავსები სადგურის მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების ხელახალი დალუქვა), ახალი მოსარგებლისათვის აგს-ით/აირსავსები სადგურით სარგებლობის უფლების გადაცემამდე, ძველი მოსარგებლე ვალდებულია ელექტრონული განცხადებით მიმართოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს აგს-ის/აირსავსები სადგურის მოსარგებლის ცვლილების თაობაზე, რომელსაც უნდა ერთოდეს ძველი და ახალი მოსარგებლის მიერ ხელმოწერილი, მხარეთა ნების დამადასტურებელი ერთობლივი დოკუმენტი. აღნიშნულ განცხადებას ელექტრონული დადასტურებით ეთანხმება ახალი მოსარგებლე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოსარგებლის ცვლილება არ იწვევს აგს-ის/აირსავსები სადგურის მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების ხელახალი დალუქვის ვალდებულებას. ამასთან, ახალი მოსარგებლის მიერ ამ პუნქტში მითითებული განცხადების ელექტრონულად დადასტურებამდე დაუშვებელია აგს-ით/აირსავსები სადგურით სარგებლობა, რაც განიხილება მადოზირებელი ან/და მრიცხველი მექანიზმის დალუქვის გარეშე საქმიანობად ახალი მოსარგებლის მიერ.“. |
2.
№14 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 15 ოქტომბრიდან. |
|
„დანართი №14
აქტი № ავტოგასამართ, აირგასამართ, აირსავსებ საკომპრესორო სადგურებში მადოზირებელ და მრიცხველ მექანიზმებზე ლუქის დადების/ახსნის შესახებ ---––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––– (რიცხვი, თვე, წელი) (საათი, წუთი) ----------------––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––- (გადასახადის გადამხდელის დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––- (ლუქის დადების/ახსნის განმახორციელებელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, პირადი ნომერი) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მიერ გაცემული ლუქებით განვახორციელე (საგადასახადო ორგანოს დასახელება) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-----------------------მდებარე (ავტოგასამართ, აირგასამართ, აირსავსებ საკომპრესორო სადგურის მისამართი, ობიექტის შვიდნიშნა კოდი) -------------------------------------------------------------------------------------------------------- სადგურში (ავტოგასამართ აირგასამართ, აირსავსებ საკომპრესორო სადგური) მადოზირებელ და მრიცხველ მექანიზმებზე ლუქის ––––––––––––, შემდეგი პირების თანდასწრებით: (დადება/ახსნა) ––––––––––––––––––––––––––––––––––. (სახელი და გვარი, პირადი ნომერი) –––––––––––––––––––––––––––––––––––. (სახელი და გვარი, პირადი ნომერი) დადებული/ახსნილი ლუქების რაოდენობა: ა) მრიცხველზე: -------------------------------------------------------------------------------- ბ) მადოზირებელ მექანიზმზე: ----–----------------------------------------------------- დადებული /ახსნილი ლუქების ნომრები: ა) მრიცხველზე: ---------------------------------------------------------------------------------- ბ) მადოზირებელ მექანიზმზე: ------------------------------------------------------------- მარიგებელი სვეტის მრიცხველის ჩვენება (ლუქის დადების/ახსნის დროს) --------------------------- აქტი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და მის სისწორეს ვადასტურებთ ხელმოწერით: გადასახადის გადამხდელი: –––––––––––––– (ხელმოწერა) დამსწრეები: –––––––––––––– (ხელმოწერა) –––––––––––––– (ხელმოწერა) შენიშვნა:–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– __________________________________________________________________________________ “. |
დოკუმენტის კომენტარები