ქ.თბილისში, კრწანისის რაიონში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ქართლის მეფის დაჩი უჯარმელის სახელის მინიჭების შესახებ

  • Word
ქ.თბილისში, კრწანისის რაიონში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ქართლის მეფის დაჩი უჯარმელის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 299
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/09/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016475
  • Word
299
11/09/2018
ვებგვერდი, 26/09/2018
000000000.00.101.016475
ქ.თბილისში, კრწანისის რაიონში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ქართლის მეფის დაჩი უჯარმელის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №299

2018 წლის 11 სექტემბერი

ქ. თბილისი

ქ.თბილისში, კრწანისის რაიონში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის  ქართლის მეფის დაჩი უჯარმელის სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა)  კრწანისის რაიონში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს ქართლის მეფის დაჩი უჯარმელის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

ბ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ., №6).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                            გიორგი ტყემალაძე