დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, ილია აბულაძის ქუჩის გაგრძელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 296 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 11/09/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/09/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.101.016472 |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №296
2018 წლის 11 სექტემბერი
ქ. თბილისი
ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, ილია აბულაძის ქუჩის გაგრძელების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის , „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) საბურთალოს რაიონში, გაგრძელდეს ილია აბულაძის ქუჩა, თანდართული რუკის თანახმად ;
ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ო თხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება ერთი თვის ვადაშიშეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე -12 კმ., №6).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე

უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები