ქ.თბილისში, მთაწმინდის რაიონში, სოფელ წავკისში, დიდგორის ქუჩასთან არსებული უსახელო გასასვლელისთვის დიდგორის I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ

  • Word
ქ.თბილისში, მთაწმინდის რაიონში, სოფელ წავკისში, დიდგორის ქუჩასთან არსებული უსახელო გასასვლელისთვის დიდგორის I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 284
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/09/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016464
  • Word
284
11/09/2018
ვებგვერდი, 26/09/2018
000000000.00.101.016464
ქ.თბილისში, მთაწმინდის რაიონში, სოფელ წავკისში, დიდგორის ქუჩასთან არსებული უსახელო გასასვლელისთვის დიდგორის I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №284

2018 წლის 11 სექტემბერი

ქ. თბილისი

ქ. თბილისში, მთაწმინდის რაიონში, სოფელ წავკისში,  დიდგორის ქუჩასთან არსებული უსახელო გასასვლელისთვის დიდგორის I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) მთაწმინდის რაიონში, სოფელ წავკისში, დიდგორის ქუჩასთან არსებულ უსახელო გასასვლელს მიენიჭოს დიდგორის I გასასვლელის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

 ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                               გიორგი ტყემალაძე