დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ისტორიკოსის, აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 290 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 11/09/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/09/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.101.016463 |
|
ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ისტორიკოსის, აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის სახელის მინიჭების შესახებ
|
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) საბურთალოს რაიონში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს ისტორიკოსის, აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად; ბ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები