ქ.თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ზვიად გამსახურდიას სანაპიროსთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის არქიტექტორის ჯოვანი სკუდიერის სახელის მინიჭების შესახებ

  • Word
ქ.თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ზვიად გამსახურდიას სანაპიროსთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის არქიტექტორის ჯოვანი სკუდიერის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 280
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/09/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016459
  • Word
280
11/09/2018
ვებგვერდი, 26/09/2018
000000000.00.101.016459
ქ.თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ზვიად გამსახურდიას სანაპიროსთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის არქიტექტორის ჯოვანი სკუდიერის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №280

2018 წლის 11 სექტემბერი

ქ. თბილისი

ქ. თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ზვიად გამსახურდიას სანაპიროსთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის არქიტექტორ ჯოვანი სკუდიერის სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა)  მთაწმინდის რაიონში, ზვიად გამსახურდიას სანაპიროსთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს არქიტექტორის ჯოვანი სკუდიერის  სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

ბ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                 გიორგი ტყემალაძე