ქ.თბილისში, დიდუბის რაიონში, დიდუბის II შესახვევისთვის ალექსი გოგოლაურის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ

ქ.თბილისში, დიდუბის რაიონში, დიდუბის II შესახვევისთვის ალექსი გოგოლაურის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 287
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/09/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016456
287
11/09/2018
ვებგვერდი, 26/09/2018
000000000.00.101.016456
ქ.თბილისში, დიდუბის რაიონში, დიდუბის II შესახვევისთვის ალექსი გოგოლაურის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო

განკარგულება №287

2018 წლის 11 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

ქ. თბილისში, დიდუბის რაიონში, დიდუბის II შესახვევისთვის ალექსი გოგოლაურის I შესახვევის  სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) დიდუბის რაიონში, დიდუბის II შესახვევს მიენიჭოს ალექსი გოგოლაურის I შესახვევის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                           გიორგი ტყემალაძე