დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 5 სექტემბრის N25 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31 |
| დოკუმენტის მიმღები | საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური |
| მიღების თარიღი | 25/09/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/09/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/04/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140070000.67.079.016032 |
|
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 5 სექტემბრის №25 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ივლისის №387 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 5 სექტემბრის №25 ბრძანებით (ვებგვერდი, 05/09/2018, სარეგისტრაციო კოდი: 140070000.67.079.016026) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. რეგულირების სფერო ეს წესი განსაზღვრავს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სისტემის მოსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურე), მათ შორის, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ და თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელად დანიშნულ პირთა წახალისების ფორმებს და წესს, აგრეთვე დისციპლინური გადაცდომის სახეებსა და პასუხისმგებლობის ზომებს, დისციპლინური სახდელის დაკისრებისა და მოხსნის პირობებს და პროცედურებს.“. 2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები: „ნ) სამუშაო საათებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ძილი; ო) სამუშაო საათებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება.“. 3. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი არ შეეფარდებათ თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელად დანიშნულ პირებს.“. |
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება
ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე
. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები