„სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 75
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 01/10/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/10/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 11/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016622
75
01/10/2018
ვებგვერდი, 03/10/2018
120340000.22.026.016622
„სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №75

2018 წლის 1 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

,,სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში (ვებგვერდი, 13/04/2016, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016369) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული:

 

1. №1 დანართის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სარდალი;

მეთაური (ბრიგადა, ბატალიონი, დივიზიონი, ესკადრილია, სპეციალური ოპერაციების ძალები);

უფროსი (ეროვნული გვარდია);

ხელმძღვანელი (ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ცენტრი/ბაზა, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სკოლა/ცენტრი/აკადემია, კავშირგაბმულობის ცენტრი, ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა მომზადებისა და გადამზადების ცენტრი, ასეული, ბატარეა, კურსი, პოლიკლინიკა, რაზმი, რგოლი, ჯგუფი, საპატიო ყარაული, სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრი)

4.1 დაქვემდებარებული დანაყოფის საშტატო/დროებით საშტატო თანამდებობებზე დანიშნული სამხედრო სამსახურის რიგითების და კაპრალების, სერჟანტების, უმცროსი ოფიცრების და უფროსი ოფიცრების შემადგენლობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს სამხედრო მოსამსახურეები მივლინებული არიან სხვა დანაყოფში;

4.2. დაქვემდებარებულ დანაყოფში მოვლინებული ან ოპერატიულ მართვაში გადაცემული დანაყოფის სამხედრო სამსახურის რიგითების და კაპრალების, სერჟანტების, უმცროსი ოფიცრების და უფროსი ოფიცრების შემადგენლობა, გარდა სამხედრო პოლიციის და სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტების სამხედრო მოსამსახურეებისა

 

 

 

 

 

 

მადლობა, საპატიო სიგელი,  მოკლევადიანი დათხოვნა”.

 

 

 

 

 

 

 

 

 


2.  №2 დანართის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„4. სარდალი;

მეთაური (ბრიგადა, ბატალიონი, დივიზიონი, ესკადრილია, სპეციალური ოპერაციების ძალები)

უფროსი (ეროვნული გვარდია);

ხელმძღვანელი (ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ცენტრი/ბაზა, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სკოლა/ცენტრი/აკადემია, კავშირგაბმულობის ცენტრი,  ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა მომზადებისა და გადამზადების ცენტრი)

4.1 დაქვემდებარებული დანაყოფის საშტატო/დროებით საშტატო თანამდებობებზე დანიშნული სამხედრო სამსახურის რიგითების და კაპრალების, სერჟანტების, უმცროსი ოფიცრების და უფროსი ოფიცრების შემადგენლობა, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი, მიუხედავად სამხედრო წოდებისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს სამხედრო მოსამსახურეები მივლინებული არიან სხვა დანაყოფში;

4.2 დაქვემდებარებულ დანაყოფში მოვლინებული ან ოპერატიულ მართვაში გადაცემული დანაყოფის სამხედრო სამსახურის რიგითების და კაპრალების, სერჟანტების, უმცროსი ოფიცრების და უფროსი ოფიცრების შემადგენლობა, გარდა სამხედრო პოლიციის და სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტების სამხედრო მოსამსახურეებისა

 

 

 

 

 

 

 

შენიშვნა, საყვედური, რიგგარეშე განწესში დანიშვნა, ხელფასიდან დაქვითვა, დასვენების უფლების შეზღუდვა”.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია