დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 66 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/09/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/10/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/10/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/05/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.123.016469 |
|
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №15 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05.01.2018, №010250050.35.123.016418), კერძოდ:
1. დადგენილების №1 დანართის მე-6 მუხლის 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „22. სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 361, 513, 533, 55-ე, 552, 553, 771, 772, 825, 103-ე, 1074, 1191 მუხლების, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილის, 1254 მუხლის მე-2 ნაწილის, 135-ე, 1351, 1461, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე, 152-ე, 1522, 1534, 159-ე, 1591, 1778, 1779 მუხლების, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე, 32-ე, 33-ე, 34-ე, 35-ე მუხლების, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 39-ე მუხლისა და 43-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლის საფუძველზე“. 2. დადგენილების №1 დანართის მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 27-ე პუნქტი: „27. პლასტიკის ან/და ბიოდეგრადირებადი პარკების ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეალიზაციისას, ტექნიკური რეგლამენტის – „პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესით“ დადგენილი ნორმების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები