„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 65
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/09/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/10/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 30/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016468
65
26/09/2018
ვებგვერდი, 02/10/2018
010250020.35.123.016468
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №65

2018 წლის 26 სექტემბერი

ქ. ქუთაისი

 

„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის № 8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეოთხე პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №8 (www.matsne.gov.ge, 05.01.2018. №010250020.35.123.016141) დადგენილებაში, კერძოდ:

1. დადგენილების დანართის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნისა და საბჭოს წევრებისაგან.“.

2. დადგენილების დანართის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საბჭოს რაოდენობა შეადგენს 21 წევრს, რომლის პერსონალურ შემადგენლობას, საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით, ბრძანებით ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.“.

3. დადგენილების დანართის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. გარდა ამ მუხლის მეოთხე პუნქტით განსაზღვრული პირებისა, საბჭოს თავმჯდომარის მიერ, წევრებად მოწვეული უნდა იქნენ სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელები, დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები, რომელთა რაოდენობა საბჭოს მთლიანი შემადგენლობის 1/3-ზე ნაკლებს არ უნდა შეადგენდეს.“.

4. დადგენილების დანართის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს 61 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„61. საანგარიშო წლის ბოლოს ფასდება საბჭოს წევრის ჩართულობა საბჭოს საქმიანობაში (დასწრების მაჩვენებელი, ინიციატივების გენერირება). შეფასების საფუძველზე, საბჭო მსჯელობს წევრის საბჭოდან დათხოვნის საკითხზე და წარუდგენს საბჭოს თავმჯდომარეს წერილობით მოსაზრებას საბჭოდან წევრის გარიცხვის თაობაზე. საბჭოს თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას საბჭოს შემადგენლობიდან წევრის გარიცხვის შესახებ.“.

5. დადგენილების დანართის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს 62 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„62. საბჭოს შემადგენლობაში ვაკანტური ადგილის გაჩენის შემთხვევაში, საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს ღია შერჩევას, ელექტრონული განაცხადის შევსების ფორმით. ღია შერჩევის საფუძველზე წარმოდგენილ კანდიდატებს შორის, საბჭო, სიითი შემადგენლობის 2/3-ით, წარუდგენს საბჭოს თავმჯდომარეს წერილობით მოსაზრებას ახალი წევრის მიღების თაობაზე. საბჭოს თავმჯდომარე განსაზღვრავს საბჭოს ახალ შემადგენლობას და დადგენილი წესით, დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს.“.

6. დადგენილების დანართის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს 63 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„63. საბჭოს წევრს პირადი განცხადების საფუძველზე, უფლება აქვს ნებისმიერ დროს გავიდეს საბჭოს შემადგენლობიდან.“.

7. დადგენილების დანართის მე-6 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. საბჭოს ჰყავს მდივანი, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით, სიითი შემადგენლობის 2/3-ით, ირჩევს საბჭო. მდივანი, ამ დებულებითა და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს საბჭოს სხდომების ჩატარების ორგანიზებას, ოქმის შედგენა-დაარქივებას, საბჭოს წევრთა ინფორმირებასა და საკრებულოს აპარატთან კოორდინაციით, საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარდაჭერას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენიკოლოზ ლატარია