დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2015 წლის 2 ივლისის №2/146 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 02/56 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო |
| მიღების თარიღი | 21/09/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/09/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული
სააგენტოს გენერალური დირექტორის
ბრძანება №02/56
2018 წლის 21 სექტემბერი
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2015 წლის 2 ივლისის №2/146 ბრძანე ბაში ცვლილების შეტანის შესახე ბ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს სტრატეგიული საკითხების სექციის რეკომენდაციის საფუძველზე, (ოქმი № 16; 2018წ.) „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისთვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2015 წლის 2 ივლისის № 2/146 ბრძანებაში შეტანილ იქნე ს ცვლილება ბრძანების დანართის რიგითი №2 ობიექტის მონაცემების ამოღებით და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
2. დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანებით გათვალისწინებული ცვლილებების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
3. დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით, შესაბამისი ღონისძიების უზრუნველყოფა.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქ. №52).
გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე
| № | ფოტო | სახელწოდება | ადგილმდებარეობა | სახეობა | თარიღი |
| 1. |
|
სინაგოგა |
ქ. ბათუმი, 9 მარტის ქ.№6 |
არქიტექტურის |
XIX-XX სს-ის მიჯნა
|
| 2. |
|
წარჩეს ციხე |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გალის რაიონი, სოფ. წარჩე |
არქიტექტურის |
ადრეული შუა საუკუნეები |
უკან დაბრუნება 

დოკუმენტის კომენტარები