„მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3448-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/09/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 480280000.05.001.019177
3448-Iს
20/09/2018
ვებგვერდი, 09/10/2018
480280000.05.001.019177
„მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 480280000.05.001.016871) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) დიპლომი − განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაიცემა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;“.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მეთევზე-მეზღვაურის პროფესია რეგულირებადი პროფესიაა. მეთევზე-მეზღვაურთა მომზადების სისტემა მოიცავს პროფესიულ საზღვაო განათლებას, უმაღლეს საზღვაო განათლებას და სპეციალიზებულ საზღვაო წვრთნას.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 სექტემბერი 2018 წ.

N3448-Iს