დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 დეკემბრის N59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34 |
| დოკუმენტის მიმღები | ხობის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/09/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/10/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/12/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.106.016312 |
|
„ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 დეკემბრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 დეკემბრის №59 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge), 25/12/2017 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.106.016267 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
ა)
დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-100 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21, 22, 23 პუნქტები:
„21. პეტიციის წარმდგენი სუბიექტი მიმართავს საკრებულოს განცხადებით პეტიციის ინიცირების პროცედურების დაწყებისა და პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სიის ბლანკის მოთხოვნის თაობაზე. 22. პეტიციის ინიცირების პროცედურების დაწყებისა და პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სიის ბლანკის მოთხოვნის თაობაზე განცხადების საფუძველზე საკრებულოს აპარატი 3 სამუშაო დღის ვადაში გასცემს უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებულ პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სიის ბლანკს. 23. პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სიის ბლანკის ყოველ ფურცელს ხელს აწერს არაუმეტეს 50 მოქალაქისა, რომლებიც თავად წერენ სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, პირად ნომერს, რეგისტრაციის ადგილს და ხელმოწერას. ზემოაღნიშნული მონაცემებით შევსებულ ყოველ ფურცელს ხელს აწერს ხელმოწერების შეგროვებისათვის პასუხისმგებელი პირი.“; |
ბ)
დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-100 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„51. პეტიციის განხილვის თაობაზე ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ საკრებულოს აპარატი 3 სამუშაო დღის ვადაში, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, ამოწმებს წარდგენილი სიის 20%-ის ნამდვილობას. ა) ამომრჩეველთა სიის ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ: ა.ა) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული სახელი და გვარი; ა.ბ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); ა.გ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული რეგისტრაციის ადგილი; ა.დ) ხელმოწერის თარიღი მითითებული არ არის; ა.ე) არ არის ხელმოწერილი ან ხელმოწერა შესრულებულია სხვა პირის მიერ და ამას წერილობით ადასტურებს ამომრჩეველი, რომლის ნაცვლადაც შესრულებულია ხელმოწერა; ა.ვ) ამომრჩეველთა სიაში შეყვანილია სხვა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ამომრჩეველი; ა.ზ) ხელმომწერი პირი წარდგენილი განცხადებით ადასტურებს, რომ ხელმოწერა შესრულებული იყო მოტყუებით, მუქარით ან ძალდატანებით; ა.თ) არასწორად ან არასრულად არის მითითებული საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი.“; |
გ)
დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-100 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებელს/მომხსენებლებს პეტიციის რეგისტრაციის მოწმობა ეძლევა/ეძლევათ მისი რეგისტრაციაში გატარების შესახებ მიმართვიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. რეგისტრაციაში გატარებაზე უარი დასაშვებია, თუ გაბათილებული ხელმოწერების საფუძველზე ამომრჩეველთა სიის ოდენობა აღმოჩნდა დადგენილზე ნაკლები ან პეტიციის თაობაზე წარდგენილი განცხადება თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად ვერ აკმაყოფილებს ამ რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს ან/და პეტიციით გათვალისწინებული საკითხი არ განეკუთვნება საკრებულოს უფლებამოსილებებს, საკრებულოს აპარატი უარს ამბობს პეტიციის რეგისტრაციაზე და პეტიციის რეგისტრაციის მოწმობის გაცემაზე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.“; |
დ)
დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-100 მუხლის მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-13 პუნქტები ამოღებულ იქნეს; |
ე)
დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-100 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პეტიციას მუნიციპალიტეტის საკრებულო განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მიღებისათვის საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით 2 თვის ვადაში.“; |
ვ)
დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-100 მუხლის 22-ე და 23-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„22. მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია განიხილოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ უფლებამოსილების შესაბამისად გადაგზავნილი პეტიცია და განხილვის შედეგების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს აცნობოს პეტიციის განსახილველად მიღებიდან 1 თვის ვადაში. ეს ვადა მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს თანხმობით შეიძლება 1 თვით გაგრძელდეს. 23. მუნიციპალიტეტის საკრებულოს/საკრებულოს კომისიის/სამუშაო ჯგუფის სხდომაზე პეტიციას წარადგენს/წარადგენენ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს/საკრებულოს კომისიის/სამუშაო ჯგუფის სხდომაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს/მონაწილეობენ პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებელი/მომხსენებლები.“; |
ზ)
დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-100 მუხლის 25-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„25. საკრებულოს სხდომაზე პეტიციის განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ 10 დღის ვადაში ეცნობება პეტიციის წარმდგენ სუბიექტს, გარდა ამ მუხლის 26-ე პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“; |
თ)
დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 1001 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. პეტიციის ელექტრონულ ფოსტაზე მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საკრებულოს აპარატი იწყებს ამ რეგლამენტის მე-100 მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებას. 14. ამ რეგლამენტის მე-100 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით პეტიციის რეგისტრაციის შემდეგ საკრებულოს აპარატი პეტიციის რეგისტრაციის მოწმობას ან პეტიციის რეგისტრაციაზე უარს უგზავნის მომხმარებელს და აღნიშნულს განათავსებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები