დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 73 |
დოკუმენტის მიმღები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 19/09/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/09/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.167.016423 |
|
,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ა“ ქვეპუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №57 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/01/2018, 190020020.35.167.016348). |
მუხლი 2 |
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №57 დადგენილების დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
თავი I ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები
მუხლი 1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბალანსი თანდართული ცხრილის შესაბამისად:
მუხლი 2. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული ცხრილის შესაბამისად:
მუხლი 3. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 14364.351 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული ცხრილის შესაბამისად:
მუხლი 4. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 2000,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული ცხრილის შესაბამისად:
მუხლი 5. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 11819.151 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული ცხრილის შესაბამისად:
მუხლი 6. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 545.200 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული ცხრილის შესაბამისად:
მუხლი 7. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 7355.104 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული ცხრილის შესაბამისად:
მუხლი 8. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 8464.298 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 8530.798 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული ცხრილის შესაბამისად:
ბ) განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 66.500 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული ცხრილის შესაბამისად:
მუხლი 9. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული ცხრილის შესაბამისად:
მუხლი 10. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -1578.4 ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 11. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება – 1729.1 ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 12. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება – 150,7 ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 13. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 75.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 14. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი – 220,0 ათასი ლარი მიიმართოს: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 106.0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 105.0 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 2,0 ათასი ლარი. დ) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის - 7.0 ათასი ლარი. 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება.
მუხლი 15. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამის შესაბამისად მერის ბრძანებით და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი II ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები მუხლი 16. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის და სოფლების ქუჩების განათება, დასასვენებელი პარკების კეთილმოწყობა, სოფლებში სასმელი წყლის სისტემების მოწყობა და რეაბილიტაცია. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. (ათასი ლარი)
საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია პროგრამის მიზანია საავტომობილო გზებზე მგზავრთა შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა, გზების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება რაც ხელს შეუწყობს ქუჩებისა და მაგისტრალების განტვირთვას ჭარბი სატრანსპორტო ნაკადებისაგან და ავტოტრანსპორტის შეუფერხებელ მოძრაობას, გაგრძელდება მუშაობა ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, მოხდება გზების ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მოთხოვნებთან/პირობებთან. მოსალოდნელი შედეგი
შედეგის შეფასების ინდიკატორები
კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია პროგრამა ითვალისწინებს გარე განათების ქსელის ექსპლუატაცია-რეაბილიტაციას, სანიაღვრე ქსელის მოვლა-პატრონობას, წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციას და გარემოს დაცვითი ღონისძიებებს.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
(ათასი ლარი)
მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქის გაფორმების, გამწვანების ღონისძიებები, ბაღ-სკვერების მოვლა-პატრონობა და ა.შ. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
მუხლი 18. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა განვითარების ხელშეწყობა და სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო-სააღმზრდელო გარემოს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, საზოგადოების აქტიურ ჩართვას მიმდინარე საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესებში, მათი ინტელექტუალური და შემოქმედებითი უნარების სტიმულირებას, ადგილობრივი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობის გაუმჯობესებას, დახვეწასა და მოსახლეობის ინტერესებზე მორგებას. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთა აქტივობის ამაღლებასა და საზოგადოებაში სოციალური ინტეგრაციას. ეროვნული უმცირესობის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას. პრიორიტეტის ფარგლებში ხორციელდება ასევე პროფესიული განათლების ხელშეწყობა, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ხელშეწყობა. (ათასი ლარი)
სკოლამდელი განათლების სისტემის მართვა და განვითარება სკოლამდელი განათლების განვითარების სისტემის სტრატეგიული მიზანია, სკოლამდელი აღზრდის სისტემა გახდეს სკოლასა და შემდგომ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის ინსტრუმენტი. პროგრამის ფარგლებში მოხდება სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ხარისხის მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება. ასევე, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რომელიც გულისხმობს სკოლამდელი აღზრდის სფეროში მართვის პოლიტიკის განხორციელებას, სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო პროგრამა/მეთოდოლოგიის დახვეწას, სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფას, აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარებას, საბავშვო ბაგა-ბაღების მაქსიმალურ გამტარუნარიანობას და სხვა. მოსალოდნელი შედეგი
შედეგის შეფასების ინდიკატორები
მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი პროგრამის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ინტელექტუალური, შემოქმედებითი, სულიერი და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენა და ამ მიზნების განსახორციელებლად შესაბამისი პირობების შექმნა. მოზარდთა ინტერესების შესაბამისად პროფილური წრეების, ცენტრების, კლუბებისა და სტუდიების შექმნის ხელშეწყობა, მოსწავლე-ახალგაზდობის შემეცნებით-შემოქმედებითი და დასვენება-გაჯანსაღების პროგრამების განხორციელება. პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება. ზემოაღნიშნული ღონისძიებების შეუფერხებლად გატარების მიზნით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მიერ მართვის ფუნქციების განსახორცილებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება. მოსალოდნელი შედეგი
შედეგის შეფასების ინდიკატორები
მუხლი 19. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) კულტურის და ხელოვნების სფეროებში სხვადასხვა პროექტების შემუშავება, დაგეგმვა და მისი განხორციელების კოორდინაცია; მუნიციპალიტეტის ჩართვა რეგიონულ და საერთაშორისო ინიციატივებში. ადგილობრივი მნიშვნელობის მუზეუმების და თეატრების ხელშეწყობა და სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა; ხელოვნებისა და კულტურის ობიექტების ხელშეწყობა; სახელოვნებო განათლების და ხელოვნების დარგების პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების მხარდაჭერა; კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა; კულტურის დაწესებულებებში შშმ პირებისთვის ადაპტირებული სივრცის მოწყობა, სპორტული და კულტურის დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზების გაუმჯობესება და თანამედროვე სტანდარტების დონეზე მოწყობა; მწვრთნელ-მასწავლებელთა და სპორტსმენთა სოციალური და მატერიალური პირობების გაუმჯობესება; სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებში, მათი შემდგომში რესოციალიზაციისა და აქტიურ სპორტში ჩართვისათვის.
(ათასი ლარი)
სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების მხარდაჭერა. ხელოვნების სკოლის დაფინანსება სასწავლო-შემოქმედებით პროცესში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების რაოდენობის შესაბამისად. მოსალოდნელი შედეგი
შედეგის შეფასების ინდიკატორები
ადგილობრივი მნიშვნელობის მუზეუმების განვითარება და პოპულარიზაცია პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების მხარდაჭერა, მათ შორის: ადგილობრივი მნიშვნელობის მუზეუმის მოვლა-პატრონობა და სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა; მუზეუმის პოპულარიზაციისა და განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებები; მუზეუმის საგამოფენო-საექსპოზიციო საქმიანობის გააქტიურება კულტურულ-საგანმანათლებლო ფუნქციების განვითარებითა და გაძლიერებით; მოსახლეობის ფართო მასების ინტერესების გათვალისწინებით ახალი პროგრამების შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს მუზეუმში მიმდინარე მოვლენებით დაინტერესების კულტურის დამკვიდრებას და დამთვალიერებელთა რაოდენობის ზრდას. მოსალოდნელი შედეგი
შედეგის შეფასების ინდიკატორები
კულტურის ღონისძიებები პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის, სახალხო, რელიგიური დღესასწაულებისა და სხვა საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების აღნიშვნას, რომლის დროსაც მნიშვნელოვანია ტრადიციების მაქსიმალური შენარჩუნება, რათა სასიამოვნო და დაუვიწყარი გარემო შეიქმნას როგორც ჩვენი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვისაც, ხელოვანების ღირსეულად წარმოჩენასა და მათი შემოქმედების ხელშეწყობას, ფესტივალების, კონკურსების და საიუბილეო ღონისძიებების ხელშეწყობას, დამეგობრებულ ქალაქებთან კულტურული ურთიერთობების შენარჩუნება-გაფართოების მიზნით სპეციალური გაცვლითი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას, სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალის ჩატარებას, თავისუფალი თეატრალური პროექტების ხელშეწყობას, საგამომცემლო საქმიანობისა და კულტურულ საგანმანათლებლო პროექტების ხელშეწყობას, სხვადასხვა სახელოვნებო მიმართულების განვითარებას, როგორიცაა: თეატრი, სახვითი ხელოვნება, სამუსიკო სფერო თუ ლიტერატურა, მიმდინარე კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესებში სხვადასხვა თაობის ხელოვანების ჩართულობა და სხვა.
მოსალოდნელი შედეგი
შედეგის შეფასების ინდიკატორები
სპორტის განვითარების ხელშეწყობა მუნიციპალიტეტში სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარება-პოპულარიზაცია, სხვადასხვა ასაკობრივი გუნდების მზადება და მონაწილეობა სპორტულ ღონისძიებებში (პირველობები, თასების გათამაშებები, მასობრივი სპორტული ღონისძიებები, საერთაშორისო ტურნირები, სასწავლო საწვრთნელი შეკრებები); სპორტის სხვადასხვა სახეობის ეროვნულ ფედერაციებთან, სპორტულ ასოციაციებთან, სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა; სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებში, მათი შემდგომში რესოციალიზაციისა და აქტიურ სპორტში ჩართვისათვის; მწვრთნელ-მასწავლებელთა და წარმატებული სპორტსმენი ბავშვების სოციალური და მატერიალური პირობების გაუმჯობესება; სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა და რეაბილიტაცია, მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, სპორტული დანიშნულების ობიექტების, დარბაზებისა და სტადიონების შეკეთება, აღდგენა, მშენებლობა, სკვერებში გარე გამოყენების სავარჯიშო მოწყობილობების მოწყობა. მოსალოდნელი შედეგი
შედეგის შეფასების ინდიკატორები
ახალგაზრდული ღონისძიებები პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების ახალგაზრდული ინფრასტრუქტურისა და გარემოს შექმნას, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდების სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს მიეცემათ საკუთარი შესაძლებლობებისა და უნარების რეალიზებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობა. პროგრამის ფარგლებში დაიგეგმება და განხორციელდება ახალგაზრდული ბანაკები; ახალგაზრდული ცენტრების ბაზაზე ჩატარდება ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის ახალგაზრდული ღონისძიებები; ახალგაზრდებისთვის განხორციელდება გასართობი, შემეცნებითი და სხვა ღონისძიებების ორგანიზება ან/და მხარდაჭერა. აღნიშნული მიმართულებით აქტიური მუშაობა ხელს შეუწყობს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობას. მოსალოდნელი შედეგი
შედეგის შეფასების ინდიკატორები
ახალგაზრდული ცენტრების მომსახურებით მოსარგებლე ახალგაზრდების რაოდენობა. მუხლი 20. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის დახმარება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროში კვლავ რჩება ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებად. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებების და შეღავათების უზრუნველყოფას. პრიორიტეტის ფარგლებში ბენეფიციარები უზრუნველყოფილი იქნებიან სოციალური დახმარებებით, მათი საჭიროებიდან გამომდინარე. ყურადღება გამახვილდება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების შემუშავება/გაუმჯობესებაზე, სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსახლეობის დახმარების ღონისძიებების გატარებაზე, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის სხვადასხვა სახის დახმარებებზე, კომუნალურ გადასახადებზე და ა.შ. (ათასი ლარი)
ჯანდაცვის პროგრამები აღნიშნული ქვეპროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
სოციალური პროგრამები მოსახლეობისათვის სხვადასხვა სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელდება მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამები. კერძოდ, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ყოველთვიურად განახლებადი მონაცემთა ბაზების შესაბამისად, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტირებულ ოჯახებს, ასევე მოსახლეობის იმ კატეგორიას, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მაგრამ მათი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე საჭიროებენ მხარდაჭერას, გაეწევათ სხვადასხვა ტიპის დახმარებები. სოციალური პროგრამების ფარგლებში განხორციელდება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებისათვის სოციალური საჭიროების შესაბამისი სერვისების მიწოდება. განხორციელებული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა შესაბამისი საჭიროების მქონე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრევენციული, სარეაბილიტაციო და დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა; ხანდაზმულთა, სოციალურად დაუცველ და მიუსაფარ პირთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაცია; სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის სხვადასხვა სახის დახმარებები და ა.შ. მოსალოდნელი შედეგი
შედეგის შეფასების ინდიკატორები სოციალური მომსახურებით უზრუნველყოფილ ბენეფიციართა რაოდენობა.
აღნიშნული ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა სახის დახმარებას, ზამთრის თბობის სეზონზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების საშეშე მერქნით უზრუნველყოფას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ დახმარებას.
აღნიშნული ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები უნარშეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სოციალური დახმარების ხარჯებს, როგორც ფულადი სახის, ასევე მათთვის სხვადასხვა სახის ღონისძიებების მოწყობას.
ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი ბენეფიციარების კვებით უზრუნველყოფას.
ქვეპროგრამით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების და ბავშვების სოციალური დაცვის ღონისძიებების განსახორციელებლად ყოველ ახალდაბადებულ ბავშვზე დასახმარებლად თითოეულზე 200 ლარის ოდენობით.
აღნიშნული ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დიდი სამამულო ომის ვეტერანების და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სარიტუალო ხარჯებს. მუხლი 21. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა და სარეზერვო ძალების მობილიზება. (ათასი ლარი)
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით ხორციელდება მოსწავლეთა პირველადი აღრიცხვა, წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება და სამედიცინო შემოწმება. ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
თავი III ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ასიგნებები
მუხლი 21. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები თანდართული ცხრილის შესაბამისად:
|
დოკუმენტის კომენტარები