„განვითარებული ქვეყნების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 19 თებერვლის N16/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„განვითარებული ქვეყნების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 19 თებერვლის N16/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 207/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 19/09/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016337
207/04
19/09/2018
ვებგვერდი, 20/09/2018
220090000.18.011.016337
„განვითარებული ქვეყნების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 19 თებერვლის N16/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №207/04

2018 წლის 19 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„განვითარებული ქვეყნების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 19 თებერვლის №16/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 

მუხლი 1
„განვითარებული ქვეყნების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 19 თებერვლის №16/01 ბრძანების (www.matsne.gov.ge, 22/02/2010; ს/კ: 220090000.18.011.014236) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. განისაზღვროს განვითარებული ქვეყნების შემდეგი ნუსხა:

1. ავსტრიის რესპუბლიკა;

2. ბელგიის სამეფო;

3. ბულგარეთის რესპუბლიკა;

4. ჩეხეთის რესპუბლიკა;

5. დანიის სამეფო;

6. ესტონეთის რესპუბლიკა;

7. ფინეთის რესპუბლიკა;

8. საფრანგეთის რესპუბლიკა;

9. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა;

10. საბერძნეთის რესპუბლიკა;

11. უნგრეთის რესპუბლიკა;

12. ირლანდია;

13. იტალიის რესპუბლიკა;

14. ლატვიის რესპუბლიკა;

15. ლიტვის რესპუბლიკა;

16. ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო;

17. მალტის რესპუბლიკა;

18. ნიდერლანდების სამეფო;

19. პოლონეთის რესპუბლიკა;

20. პორტუგალიის რესპუბლიკა;

21. რუმინეთი;

22. სლოვაკეთის რესპუბლიკა;

23. სლოვენიის რესპუბლიკა;

24. ესპანეთის სამეფო;

25. შვედეთის სამეფო;

26. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო (გაერთიანებული სამეფო);

27. ამერიკის შეერთებული შტატები;

28. კანადა;

29. კორეის რესპუბლიკა (სამხრეთ კორეა);

30. იაპონიის სახელმწიფო;

31. ჰონკონგი (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი);

32. სინგაპურის რესპუბლიკა;

33. ბაჰრეინის სამეფო;

34. შვეიცარიის კონფედერაცია;

35. არაბთა გაერთანებული საემიროები;

36. ისლანდიის რესპუბლიკა;

37. ლიხტენშტაინის სამთავრო;

38. ნორვეგიის სამეფო;

39. ახალი ზელანდია;

40. ავსტრალიის თანამეგობრობა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი