2017 წლის 13 ივლისით დათარიღებული „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ბათუმის ავტობუსების პროექტი)“ №1 ცვლილება

2017 წლის 13 ივლისით დათარიღებული „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ბათუმის ავტობუსების პროექტი)“ №1 ცვლილება
დოკუმენტის ნომერი 1045
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/03/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/09/2018
ძალაში შესვლის თარიღი 07/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016550
1045
22/03/2018
ვებგვერდი, 24/09/2018
480610000.03.030.016550
2017 წლის 13 ივლისით დათარიღებული „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ბათუმის ავტობუსების პროექტი)“ №1 ცვლილება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

 

 

 


შესრულებული ვერსია

 (საოპერაციო ნომერი 48104)

No.1 ცვლილების შეთანხმება

2017 წლის 13 ივლისით დათარიღებული სასესხო შეთანხმების

(ბათუმის ავტობუსების პროექტი)

საქართველოსა

და

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს

შორის

თარიღი: 22 მარტი, 2018

ეს ცვლილების შეთანხმება დათარიღებული 2018 წლის 22 მარტით,  ფორმდება:

(1) საქართველოს („მსესხებელს”); და

(2) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა ხელშეკრულების საფუძველზე  (EBRD),  შორის.

ვინაიდან:

(ა) მსესხებელმა 2017 წლის 13 ივლისს EBRD-თან გააფორმა სასესხო შეთანხმება  („თავდაპირველი შეთანხმება“);

(ბ) მსესხებელს და EBRD-ს სურთ შეცვალონ თავდაპირველი შეთანხმება კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში წინამდებარე No.1 ცვლილების შეთანხმების დებულებების თანახმად და მათთან დაკავშირებით.

ამგვარად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეები თანხმდებიან შემდეგზე:


ნაწილი 1. მნიშვნელობები და განმარტებები

(ა) ამ No.1 ცვლილების შეთანხმებაში:

„ცვლილებები“ ნიშნავს ცვლილებებს განხორციელებულს ან განსახორციელებელს წინამდებარე შეთანხმების მე-2 ნაწილის შესაბამისად.

„ცვლილების ძალაში შესვლის თარიღს“ აქვს წინამდებარე  No.1 ცვლილების შეთანხმების მე-3 ნაწილში მისთვის მინიჭებული მნიშვნელობა.

„თავდაპირველი შეთანხმებას“ აქვს პრეამბულის (ა) ნაწილში მისთვის მინიჭებული მნიშვნელობა.

(ბ) თავდაპირველ შეთანხმებაში განსაზღვრულ ტერმინებს (პირდაპირ ან სხვა შეთანხმებაზე ან ინსტრუმენტზე მითითებით), თუ აქ სხვაგვარად არ განისაზღვრა, გააჩნიათ წინამდებარე No.1 ცვლილების შეთანხმებაში მათთვის მინიჭებული მნიშვნელობა. თავდაპირველი შეთანხმების 1.03 ნაწილის დებულებებს ექნება იგივე ძალა თითქოს გაწერილია წინამდებარე No.1 ცვლილების შეთანხმებაში, შესაბამისად.

(გ) თავდაპირველი შეთანხმება და წინამდებარე No.1 ცვლილების შეთანხმება წაიკითხება და აღიქმება როგორც ერთი დოკუმენტი.

ნაწილი 2. ცვლილება და უწყვეტობა

(ა) ცვლილების ძალაში შესვლის თარიღიდან და ამ თარიღში თავდაპირველი შეთანხმება შეიცვლება No.1 ცვლილების შეთანხმების I განრიგში აღწერილი ცვლილებებით;

(ბ) თავდაპირველი შეთანხმების დებულებები, წინამდებარე No.1 ცვლილების შეთანხმებით გათვალისწინებული ცვლილებების ჩათვლით, გააგრძელებს მოქმედებას სრული ძალითა და ეფექტით.

ნაწილი 3.  ცვლილების ძალაში შესვლის თარიღი

 (ა) გარდა იმ შემთხვევისა, თუ ბანკი და მსესხებელი სხვაგვარად შეთანხმდებიან,  წინამდებარე ცვლილების შეთანხმება No.1 შევა ძალაში იმ თარიღში, როცა ბანკი მსესხებელს გაუგზავნის შეტყობინებას, ბანკის მიერ მტკიცებულების მიღების თაობაზე ან უარყოფის თაობაზე, რომ წინამდებარე No.1 ცვლილების შეთანხმება მსესხებლის სახელით შესრულებულ და მიწოდებულ იქნა, რაც არის სათანადოდ უფლებამოსილი ან რატიფიცირებული ყველა საჭირო სამთავრობო და კორპორაციული ქმედებით („ცვლილების ძალაში შესვლის თარიღი“).

(ბ) თუ ცვლილების ძალაში შესვლის თარიღი არ დადგა 2018 წლის 9 ივლისისთვის, ეს ცვლილების შეთანხმება No.1 იქნება გაუქმებული, თუ სხვაგვარად არ შეთანხმდებიან მხარეები.

ნაწილი 4. სხვადასხვა

(ა) 2012 წლის 1 დეკემბრით დათარიღებული სტანდარტული ვადებისა და პირობების ყველა დებულება ასახულია და ეხება ამ No.1 ცვლილების შეთანხმებას იმავე ძალით და ეფექტით, როგორც ამ დოკუმენტში სრულად გაწერის შემთხვევაში;

(ბ)  ყველა მინიშნება „შეთანხმებაზე“ თავდაპირველ სასესხო შეთანხმებაში და ყველა მითითება თავდაპირველ სასესხო შეთანხმებაზე ყველა ინსტრუმენტსა და შეთანხმებაში, რომლებიც შესრულდება ამის შემდეგ, გულისხმობს თავდაპირველ სასესხო შეთანხმებას, რომელიც შეცვლილია ამ ცვლილების შეთანხმების მიხედვით.  

(გ) ეს შეთანხმება შეიძლება შესრულდეს რამდენიმე ეგზემპლარად, თითოეული მათგანი უნდა ჩაითვალოს ორიგინალად, მაგრამ ყველა მათგანი ერთად უნდა წარმოადგენდეს ერთსა და იმავე შეთანხმებას.

აღნიშნულის დასტურად, მხარეებმა, რომლებიც მოქმედებენ მათი სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით, ხელი მოაწერეს წინამდებარე No.1 ცვლილების შეთანხმებას ზემოთ მითითებულ დღესა და წელს.  

საქართველო

______________________
სახელი:მამუკა ბახტაძე 
თანამდებობა:    ფინანსთა მინისტრი

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი

 ______________________
სახელი:ბრუნო ბალვანერა           
თანამდებობა: დირექტორი

განრიგი 1

თავდაპირველი შეთანხმების ცვლილება

თავდაპირველი შეთანხმება შეიცვლება შემდეგნაირად:

1. ჩანაწერები შეიცვლება მეორე პარაგრაფში შემდეგნაირად:

„ვინაიდან  მსესხებელი გეგმავს განრიგი 1-ში აღწერილი პროექტის განხორციელებას, რომელიც მიზნად ისახავს ახალი ავტობუსების შესყიდვას და ბათუმში ავტობუსების მოქმედების გაუმჯობესებას და მოდერნიზაციას“.

2. განრიგი I-ის პარაგრაფი 2 (ა) შეიცვლება შემდეგნაირად:

„ნაწილი (ა):     კაპიტალური ხარჯები (საინვესტიციო კომპონენტები)

ა) ტრანში 1.   დიზელის ავტობუსების შესყიდვა”.

3. თავდაპირველი სასესხო შეთანხმების ნაწილი 2.02(ე)(1)  და  2.02 (ზ)  წაიშალოს სრულად და ჩანაცვლდეს შემდეგით:

„(ე) მსესხებელმა სესხი უნდა დაფაროს 14 თანაბარ (ან შეძლებისდაგვარად თანაბარ) ნაწილად წელიწადში ორჯერ სესხის დაფარვის დღეებში, სადაც სესხის პირველი გადახდის დღე იქნება 2020 წლის 12 ივლისი, ხოლო სესხის ბოლო გადახდის დღე - 2027 წლის 12 იანვარი”.

„(ზ) ვალდებულების გადასახდელის განაკვეთი შეადგენს ყოველწლიურ 0,5%-ს, რაც გამოითვლება სესხის საერთო თანხიდან. ვალდებულების გადასახდელი გადაიხდება EBRD-ის სესხის პირველი ტრანშის ხელმისაწვდომ რაოდენობაზე ან EBRD-ის სესხის მეორე ტრანშის ხელმისაწვდომ რაოდენობაზე, შესაბამისად თითოეული სესხის პროცენტის დაფარვის დღეს (მაშინაც კი თუ ამ დღეს სესხის პროცენტი დასაფარი არ არის) დაწყებული, EBRD-ის სესხის პირველი ტრანშისთვის სესხის პროცენტის დაფარვის  პირველ თარიღში, პირველი ტრანშის ძალაში შესვლის თარიღის შემდეგ და EBRD-ის სესხის მეორე ტრანშისთვის, სესხის პროცენტის დაფარვის  პირველი თარიღში, ტრანში 2 ხელმისაწვდომობის თარიღის შემდგომ”.

4. ახალი ნაწილი 2.02 (ი)  წარმოდგენილია რომ წაიკითხოს შემდეგნაირად:

„(ი) მსესხებელი ბანკს გადაუხდის ადმინისტრირების გადასახდელს, რომელიც ტოლი იქნება შესაბამისად სესხის ტრანში 1 და ტრანში 2-ის მაქსიმალური ძირითადი თანხის ერთი პროცენტის (1%).  ბანკი, მსესხებლის სახელით, გამოიტანს ამ თანხას EBRD-ის სესხის ტრანში 1-ის ხელმისაწვდომი რაოდენობიდან, ძალაში შესვლის დღეს ან ძალაში შესვლის თარიღიდან  შვიდი (7) დღის განმავლობაში, ხოლო ტრანში 2  სესხისთვის EBRD-ის სესხის ტრანში 2-ის ხელმისაწვდომობის  დღეს, ან ამ დღიდან  შვიდი (7) დღის განმავლობაში და თავისით გადაიხდის ასეთი ადმინისტრირების გადასახდელის თანხას ”.