„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 26 თებერვლის #5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 26 თებერვლის #5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 57
დოკუმენტის მიმღები საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/09/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.165.016354
57
14/09/2018
ვებგვერდი, 19/09/2018
010250050.35.165.016354
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 26 თებერვლის #5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №57

2018 წლის 14 სექტემბერი

ქ. საგარეჯო

 

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 26 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების  დებულების დამტკიცების შესახებ“  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 26 თებერვლის  №5 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/03/2016, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.165.016239)  შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების დანართის პირველი თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზოგადი დებულებები დასახლებისათვის, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 500-ს აღემატება“.

2. დადგენილების დანართის მეოთხე თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„განსაკუთრებული დებულებები დასახლებისთვის, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს აღემატება“.

3. დადგენილების დანართის მეოთხე თავის  მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ თავით გათვალისწინებული ნორმები ვრცელდება იმ დასახლებების საერთო კრებებზე, რომლებშიც რეგისტირებული ამომრჩევლების რაოდენობა 2000-ს აღემატება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელილელა მარიდაშვილი