დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის და მათი საზღვრების დადგენის შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 17/09/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/09/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010080000.35.158.016442 |
|
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის და მათი საზღვრების დადგენის შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის და მათი საზღვრების დადგენის შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №20 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 17/07/2014,010080000.35.158.016165) „მუხლი 2“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: |
მუხლი 2.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები და მათი საზღვრებია: |
1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოები და მათი საზღვრებია:
ა) ქალაქ ბოლნისის ტერიტორიული ორგანო (ქალაქი ბოლნისი); ბ) კაზრეთის თემის ტერიტორიული ორგანო (დაბა კაზრეთი, სოფელი ბალიჭი); გ) თამარისის თემის ტერიტორიული ორგანო (დაბა თამარისი, სოფლები: ცურტავი, ფარიზი); დ) ნახიდურის თემის ტერიტორიული ორგანო (სოფლები: ნახიდური, ხიდისყური, მუხრანა, ბალახაური, ჭაპალა, მწყნეთი); ე) ტალავერის თემის ტერიტორიული ორგანო (სოფლები: ტალავერი, სავანეთი); ვ) მამხუტის თემის ტერიტორიული ორგანო (სოფლები: მამხუტი, ზემო არქევანი, ქვემო არქევანი, ხატავეთი); ზ) რაჭისუბნის თემის ტერიტორიული ორგანო (სოფლები: რაჭისუბანი, სამტრედო, ვანათი, ხატისოფელი); თ) რატევნის თემის ტერიტორიული ორგანო (სოფლები: რატევანი, ზვარეთი); ი) სოფელ ქვემო ბოლნისის ტერიტორიული ორგანო (სოფელი ქვემო ბოლნისი); კ) ბოლნისის თემის ტერიტორიული ორგანო (სოფლები: ბოლნისი, ზემო ბოლნისი, სამწევრისი, ფოლადაური); ლ) აკაურთის თემის ტერიტორიული ორგანო (სოფლები: აკაურთა, ძეძვნარიანი, ფოცხვერიანი, იწრია, ძველი ქვეში, გეტა, ბერთაკარი, სენები); მ) დარბაზის თემის ტერიტორიული ორგანო (სოფლები: დარბაზი, წიფორი, ხახალაჯვარი, ჭრეში); ნ) სოფელ ტანძიის ტერიტორიული ორგანო (სოფელი ტანძია); ო) ქვეშის თემის ტერიტორიული ორგანო (სოფლები: ქვეში, ჯავშანიანი, კიანეთი, მუშევანი, საბერეთი); პ) სოფელ დისველის ტერიტორიული ორგანო (სოფელი დისველი).“ |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები