„საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №639 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №639 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 470
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/09/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/09/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 15/02/2021
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.020786
470
14/09/2018
ვებგვერდი, 18/09/2018
010240010.10.003.020786
„საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №639 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №470

2018 წლის 14 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №639 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №639 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2016, 010240010.10.003.019706) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე;

ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი;

გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი;

დ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი;

ე) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი;

ვ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი;

ზ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი;

თ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი;

ი) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის სამთავრობო გეგმებისა და ინოვაციების სამსახურის უფროსი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი;

კ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი;

ლ) ა(ა)იპ – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი,  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი;

მ) სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი;

ნ) სსიპ – აწარმოე საქართველოში დირექტორის მრჩეველი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი;

ო) სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი;

პ) სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი;

ჟ) სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო ქონების პრივატიზების დეპარტამენტის უფროსი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი;

რ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მდივანი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე