„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2014 წლის 7 ივლისის №14243 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2014 წლის 7 ივლისის №14243 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 36462
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 13/09/2018
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/09/2018
ძალაში შესვლის თარიღი 18/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 140080000.42.047.016052
36462
13/09/2018
ვებგვერდი, 14/09/2018
140080000.42.047.016052
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2014 წლის 7 ივლისის №14243 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
 

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის

ბრძანება №36462

2018 წლის 13 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2014 წლის 7 ივლისის №14243 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და  „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „კ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2014 წლის 7 ივლისის №14243 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 140080000.42.047.016032; 08/07/2014) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  საქართველოს სახელმწიფო  უზრუნველყოფის სააგენტოს დებულებაში” შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-6 მუხლის:  
1. პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „გ) უზრუნველყოფის სამსახური, რომლის შემადგენლობაშია ამავე სამსახურის უფროსის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი, სააგენტოს საშტატო ნუსხით განსაზღვრული უმცროსი სპეციალისტებისაგან შემდგარი სამეურნეო მომსახურების ჯგუფი და სატრანსპორტო მომსახურების განყოფილება;

  დ) ღონისძიებებისა და სერვისული მომსახურების განყოფილება, რომლის შემადგენლობაშია ავლაბრის რეზიდენციის მომსახურების ჯგუფი, ქ. თბილისის აეროპორტის სამთავრობო გასასვლელის მომსახურების ჯგუფი და ქ. ბათუმის აეროპორტის სამთავრობო გასასვლელის მომსახურების ჯგუფი.“.

2. მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. სააგენტოს უზრუნველყოფის სამსახურის შემადგენლობიდან:

ა) სამეურნეო მომსახურების ჯგუფში შემავალი უმცროსი სპეციალისტები უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის უშუალო ზედამხედველობით, სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული/განსაზღვრული სამუშაოთა აღწერილობების მიხედვით უზრუნველყოფენ:  

ა.ა) სააგენტოს სარგებლობაში არსებული ქონების საპროექტო, სამშენებლო, სარემონტო-სარეკონსტრუქციო და აღჭურვის სამუშაოების შესახებ წინადადებების შემუშავებას და მიმდინარე სამუშაოებზე ზედამხედველობას;

ა.ბ) სააგენტოს სარგებლობაში არსებული ქონების მუდმივ მონიტორინგს;

ა.გ) სააგენტოს ბალანსზე არსებული ობიექტების უზრუნველყოფას ტექნიკური, საკანცელარიო და სხვა აუცილებელი ინვენტარით;

ა.დ) სააგენტოს სასაწყობე მეურნეობის გამართულ ფუნქციონირებას და სამეურნეო საშუალებების ხარჯვის კონტროლის განხორციელებას;

ბ) სატრანსპორტო მომსახურების განყოფილების ფუნქციებია:

ბ.ა) სააგენტოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა სატრანსპორტო მომსახურებით უზრუნველყოფა;

ბ.ბ) სააგენტოს ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა, სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფა და კონტროლი;

ბ.გ) წინადადებების შემუშავება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის მიწოდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების სათადარიგო ნაწილების, საწვავ-საცხები მასალების და ექსპლუატაციისათვის საჭირო მომსახურების შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებით.

5. სააგენტოს ღონისძიებებისა და სერვისული მომსახურების განყოფილება, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სამთავრობო ღონისძიებების, საზღვარგარეთის ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური დელეგაციებისა და უმაღლესი დონის ვიზიტორების წარმომადგენლობით და საბანკეტო მომსახურებას სამთავრობო ან/და სხვა შესაბამის ობიექტებში. განყოფილების ქვედანაყოფებში შემავალი შემადგენლობის გარდა, განყოფილების უფროსის უშუალო დაქვემდებარებაში არიან სააგენტოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული მთავარი სპეციალისტები, რომლებიც განყოფილების უფროსის ზედამხედველობით უზრუნველყოფენ სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული/განსაზღვრული სამუშაოთა აღწერილობებით დადგენილი ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას შესაბამის ობიექტებზე.  სააგენტოს ღონისძიებებისა და სერვისული მომსახურების განყოფილების შემადგენლობაში შემავალი ქვედანაყოფებიდან: 

ა) ავლაბრის რეზიდენციის მომსახურების ჯგუფი უზრუნველყოფს ავლაბრის კომპლექსის საინჟინრო სისტემებისა და დანადგარების ექსპლუატაციას, საპროექტო-ტექნიკური და საექსპლუატაციო მოთხოვნების, ტექნიკური ნორმატივების, წესების და ინსტრუქციების დაცვას, არსებული ტექნიკური და საკომუნიკაციო საშუალებების სრულფასოვან და გამართულ ექსპლუატაციას;

ბ) ქ. თბილისის აეროპორტის სამთავრობო გასასვლელის მომსახურების ჯგუფი, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დელეგაციებისა და უმაღლესი დონის სტუმრების შესაბამისი მიღების და გაცილების ორგანიზებას, არსებული ტექნიკური და საკომუნიკაციო საშუალებების სრულფასოვან და გამართულ ექსპლუატაციას;

გ) ქ. ბათუმის აეროპორტის სამთავრობო გასასვლელის მომსახურების ჯგუფი, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დელეგაციებისა და უმაღლესი დონის სტუმრების შესაბამისი მიღების და გაცილების ორგანიზებას, არსებული ტექნიკური და საკომუნიკაციო საშუალებების სრულფასოვან და გამართულ ექსპლუატაციას.“.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა მე-2 მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს 2018 წლის 18 ოქტომბრიდან, ხოლო მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 
2.  საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტომ ამ ბრძანებით განსაზღვრული ცვლილებების და ვადების გათვალისწინებით უზრუნველყოს შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსიანზორ ჩუბინიძე