დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის N19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური |
| მიღების თარიღი | 19/09/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/09/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/10/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140070000.67.079.016029 |
|
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ივლისის №387 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის №19 ბრძანებით (ვებგვერდი, 01/08.2018, 140070000.67.079.016020) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. I და II სამმართველოები ასრულებენ ამ ბრძანების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს დეპარტამენტის უფროსის დავალებით, საქმის სირთულის/სპეციფიკის ან ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით.“. |
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება
ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე
. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები