დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 აპრილის №365 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 77 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/10/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/10/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.22.026.016624 |
|
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 აპრილის №365 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 აპრილის №365 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/04/2013, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016181) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-2 მუხლს დაემატოს „ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით: „ე) გენერალური შტაბის უფროსის დავალების საფუძველზე, გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფებში სამხედრო მოსამსახურეთა ფიზიკური მომზადების დონის დასადგენი ტესტირების ჩატარების მონიტორინგი, ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება, შედეგების სისტემატიზაცია და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; ვ) გენერალური შტაბის უფროსის დავალების საფუძველზე, გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფებში საჯარისო სამსახურის ინსპექტირება.“ . 2. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ბ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ბ1) საჯარისო სამსახურის და ფიზიკური მომზადების ინსპექტირების განყოფილება;“. 3. მე-4 მუხლს დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „31. საჯარისო სამსახურის და ფიზიკური მომზადების ინსპექტირების განყოფილება - გენერალური შტაბის უფროსის დავალების საფუძველზე უზრუნველყოფს გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფებში საჯარისო სამსახურის ინსპექტირებას, გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფებში სამხედრო მოსამსახურეთა ფიზიკური მომზადების დონის დასადგენი ტესტირების ჩატარების მონიტორინგს, ფიზიკური მომზადების დონის შემოწმებას, შედეგების სისტემატიზაციას და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობისათვის წარდგენას.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები