დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა აუდიტის დეპარტამეტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის N16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 30 |
| დოკუმენტის მიმღები | საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური |
| მიღების თარიღი | 19/09/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/09/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/10/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140070000.67.079.016031 |
|
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა აუდიტის დეპარტამეტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ივლისის №387 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის №16 ბრძანებით (ვებგვერდი, 01/08/2018, 140070000.67.079.016017) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9 1. აღმოსავლეთის ინსპექტირების სამმართველოს და დასავლეთის ინსპექტირების სამმართველოს ფუნქციებია: ა) სამსახურის მოსამსახურეთა მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე შემოსული საჩივრების, განცხადებების განხილვა და აღნიშნულთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება; ბ) სამსახურის მოსამსახურეთა მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისა და ეთიკის ნორმების დარღვევის გამოვლენა და მათზე რეაგირება; გ) სამსახურის მოსამსახურეთა მიერ სამსახურის სისტემაში შესაძლო დარღვევებისა და დისციპლინური გადაცდომების პრევენციისათვის სამსახურის სისტემაში შემავალ დანაყოფებში სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, დანაყოფების საქმიანობის შემოწმება; დ) სპეციალური შემოწმების ჩატარება; ე) საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს მთავრობის, სამსახურის უფროსისა და სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობები. 2. აღმოსავლეთის ინსპექტირების სამმართველო და დასავლეთის ინსპექტირების სამმართველო ასრულებენ ამ მუხლით მათზე დაკისრებულ ფუნქციებს ტერიტორიული პრინციპის ან დეპარტამენტის უფროსის დავალებით, საქმის სირთულის, მოცულობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით.“. |
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება
ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე
. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები