„საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 ივნისის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 ივნისის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 466
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/09/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 010130000.10.003.020782
466
12/09/2018
ვებგვერდი, 13/09/2018
010130000.10.003.020782
„საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 ივნისის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №466

2018 წლის 12 სექტემბერი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 ივნისის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული   აქტების   შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 ივნისის №426 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/07/2014, 010130000.10.003.018046) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-2 მუხლის „ა“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

„ა) საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა (შემდგომში – დასაბრუნებელი მოწმობა) – უცხოეთიდან საქართველოში დასაბრუნებელი (გამოსამგზავრებელი) ერთჯერადი სამგზავრო დოკუმენტი, რომელიც  გაიცემა  მატერიალური ან ელექტრონული ფორმით;“.

2.  მე-10  მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს  შემდეგი შინაარსის 1პუნქტი:

„11. დასაბრუნებელი მოწმობა ელექტრონული ფორმით გაიცემა მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“.

3. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დასაბრუნებელი მოწმობა (გარდა ელექტრონული ფორმით გაცემული მოწმობისა) არის მკაცრი აღრიცხვის ფორმა, რომლის დამზადების ორგანიზება ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე