დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №45 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 166 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/09/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 114, 18/09/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №166
2009 წლის 18 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №45 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №45 დადგენილებაში (სსმ III, 2004 წელი, №58, მუხლი 501) შეტანილ იქნეს ცვლილებები და პრეამბულა და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
კახა ბაინდურაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
გრიგოლ გობეჯიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე
რუსუდან კემულარია – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი
ბაკურ კვეზერელი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
გიორგი მელაძე – საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე
ზურაბ მელიქიშვილი – საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე
პაპუნა პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე
ზურაბ პოლოლიკაშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
კახა სეხნიაშვილი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსი
ირაკლი სირაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე
ბაჩანა შენგელია – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
ავთანდილ შერმადინი – სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ თავმჯდომარე
ზაზა ჭელიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
ალექსანდრე ხეთაგური – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები