„დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 459
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/09/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.020775
459
11/09/2018
ვებგვერდი, 13/09/2018
340170000.10.003.020775
„დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №459

2018 წლის 11 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/02/2015,  340170000.10.003.018441) შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის − „დანერგე მომავალი“ დანართი №6 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე



„დანართი №6

კენკროვნების ქვეკომპონენტის განხორციელების გეოგრაფიული არეალი

კენკროვნების ქვეკომპონენტი განხორციელდება საქართველოს შემდეგ რეგიონებში:

1. იმერეთი: საჩხერის, ტყიბულის, ჭიათურის, ხარაგაულის, ბაღდათის, ვანის, ხონისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტები. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დაფინანსება განხორციელდება შემდეგ ტერიტორიებზე:

ადმინისტრაციული ერთეული

სოფელი

ძირულა

პატარა განთიადი

ლელაძისეული

სანახშირე

ზედა წიფლავაკე

სანახშირე

შროშა

ამსაისი (ულევი)

საწაბლე

ბოსლევი

გაღმა ბოსლევი

გამოღმა ბოსლევი.

2. გურია: ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები.

3. რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი: ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტები.   

4. სამეგრელო-ზემო სვანეთი: წალენჯიხის, მარტვილისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტები.

5. მცხეთა-მთიანეთი: დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტები.“.