დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„2018-2019 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობების, ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 აგვისტოს №414 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 460 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 11/09/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/09/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 430210000.10.003.020776 |
|
„2018-2019 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობების, ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 აგვისტოს №414 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2018-2019 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობების, ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 აგვისტოს №414 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/08/2018, 430210000.10.003.020730) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის:
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების პროგრამული მიმართულების/მიმართულებების პროგრამული დაფინანსების მოცულობა განისაზღვროს 12 723 750 (თორმეტი მილიონ შვიდას ოცდასამი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარით. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესსა და პირობებს ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.“. 2. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სრული და ნაწილობრივი ოდენობის სახელმწიფო სასწავლო გრანტები ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ჩარიცხული სტუდენტებისათვის გაიცემა 9 155 000 (ცხრა მილიონ ას ორმოცდათხუთმეტი ათასი) ლარის ფარგლებში.“. 3. მე-16 − მე-18 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „16. იმ აბიტურიენტთა დაფინანსება, რომელთაც ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობისათვის გამოყოფილი თანხა, განხორციელდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის 70 პროცენტისთვის გამოყოფილი თანხიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში, სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობისათვის გამოყოფილი თანხის დარჩენილი ნაწილი ემატება სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის 70 პროცენტისათვის გამოყოფილ თანხას. 17. იმ აბიტურიენტთა დაფინანსება, რომელთაც ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის 70 პროცენტისათვის გამოყოფილი თანხა, განხორციელდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის 50 პროცენტისათვის გამოყოფილი თანხიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში, სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის 70 პროცენტისათვის გამოყოფილი თანხის დარჩენილი ნაწილი ემატება სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის 50 პროცენტისათვის გამოყოფილ თანხას. 18. ის აბიტურიენტები, რომელთაც ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის 50 პროცენტისათვის გამოყოფილი თანხა, დაფინანსებას არ მიიღებენ.“. 4. მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „20. იმ შემთხვევაში, თუ საგნის ჯგუფებს შიგნით დარჩენილი თანხის გადანაწილების დროს დარჩა თანხა, მაშინ აღნიშნული თანხა იკრიბება და ნაწილდება ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგნებზე, ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაწილების შედეგად მიღებული პროპორციით, სრული ოდენობის 50 პროცენტით დაფინანსებისათვის.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები