„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №604 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №604 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 464
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/09/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 040090000.10.003.020780
464
11/09/2018
ვებგვერდი, 13/09/2018
040090000.10.003.020780
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №604 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №464

2018 წლის 11 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №604 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №604 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2017, 040090000.10.003.020314) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებაში:

1. მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მუნიციპალიტეტებმა და მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირებმა უზრუნველყონ ამ დადგენილების №1 დანართით გათვალისწინებული CPV კოდების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების დაწყებამდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის შესყიდვის ობიექტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა;“.

2. დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 მუხლები:

„მუხლი 21. ამ დადგენილების პირველი და მე-2 მუხლით განსაზღვრულმა შემსყიდველმა ორგანიზაციებმა წინასწარი თანხმობის მისაღებად წარსადგენ ან ინფორმირების მიზნით გაგზავნილ დოკუმენტაციას უნდა დაურთონ:

ა) ბაზრის კვლევის ამსახველი ინფორმაცია ამავე დადგენილებით განსაზღვრული კლასიფიკატორის კოდში შემავალი შესყიდვის თითოეული ობიექტისათვის ცალ-ცალკე, რომელიც აერთიანებს მინიმუმ ხუთი პოტენციური მიმწოდებლის შეთავაზებას. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიმწოდებლების მინიმალური რაოდენობის გამოკითხვის შეუძლებლობის შემთხვევაში, შემსყიდველმა ორგანიზაციამ შესაბამის დოკუმენტაციაში (სამართლებრივი აქტის პროექტის განმარტებითი ბარათი/ინფორმაცია) უნდა დაასაბუთოს ბაზრის კვლევაში მინიმუმ ხუთი პრეტენდენტის მონაწილეობის შემაფერხებელი გარემოებები;

ბ) დაზიანებული/ამორტიზებული შესყიდვის ობიექტის შეცვლის მიზნით გამოსაცხადებელი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შემთხვევაში – კანონმდებლობით დადგენილი წესით მომზადებული დეფექტური აქტი/დასკვნა;

გ) ადმინისტრაციული შენობის აგების/ინფრასტრუქტურული გაუმჯობესების მიზნით გამოსაცხადებელი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შემთხვევაში, რომელიც მოიცავს ამ დადგენილების დანართებით განსაზღვრულ კლასიფიკატორის კოდებში შემავალი ობიქტების შესყიდვას, შესაბამისი შესყიდვის საჭიროება და მისი დასაბუთება.

მუხლი 22. ამ დადგენილების პირველი მუხლითა და მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ საქართველოს მთავრობისგან წინასწარი თანხმობის მისაღებად წარსადგენ ან საქართველოს მთავრობისთვის ინფორმირების მიზნით გაგზავნილ დოკუმენტაციას განიხილავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რომელიც:

ა) საჭიროების შემთხვევაში დამატებითი კონსულტაციის მიზნით მიღებულ დოკუმენტაციას უგზავნის სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს;

ბ) უფლებამოსილია, ფასების ადეკვატურობის დადგენის მიზნით, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის, შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ტექნიკური ან/და საკვალიფიკაციო მოთხოვნების კონკურენტუნარიანობის კვლევა;

გ) ინფორმირების მიზნით წარდგენილ დოკუმენტაციაზე გასცემს რეკომენდაციას (დადებითი, უარყოფითი ან შენიშვნებით), რომელიც არ არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.“.

3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უზრუნველყოს:

ა) ამ დადგენილების 22 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებული დოკუმენტაციის თაობაზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის საკუთარი პოზიციის მიწოდება დოკუმენტაციის მიღებიდან 3 სამუშაო დღეში;

ბ) ამ დადგენილების პირველი მუხლის საფუძველზე საქართველოს მთავრობის ელექტრონული პროგრამის შესაბამის ველში წინასწარი თანხმობის მისაღებად ატვირთული საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტის თაობაზე პოზიციის დაფიქსირება საქართველოს მთავრობის რეგლამენტით საქართველოს მთავრობის წევრებისათვის დადგენილ შესაბამის ვადაში;

გ) ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ამ დადგენილების №1 დანართით განსაზღვრული CPV კოდების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების უფლების მიცემა მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის მიღების შემდგომ.“.

4. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული შესყიდვებისა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე