დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 თებერვლის №12-29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27-90 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 11/09/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/09/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330060000.35.101.016538 |
|
,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 თებერვლის №12-29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 თებერვლის №12-29 დადგენილებით (ვებგვერდი-www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო ნომერი: 330060000.35.101.016476) დამტკიცებულ წესში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: ,,31. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებისათვის დეფექტური აქტებისა და ხარჯთაღრიცხვების მომზადებას უზრუნველყოფს შესაბამისი გამგეობა (სახელმწიფო შესყიდვების ან/და ამხანაგობის მიერ წარმოდგენის გზით);“; ბ) მე-13 მუხლის: ბ.ა) პირველი პუნქტის: ბ.ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, საერთო კრების ოქმით განსაზღვროს საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი სადანახარჯო შენატანების ოდენობა, რომლის შეტანაც განხორციელდება ამხანაგობის ანგარიშზე. შენატანების ოდენობა უნდა შეადგენდეს გამგეობის მიერ ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოს ღირებულების არანაკლებ 10%-ს, გარდა ამ პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“; ბ.ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1“. ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაოებისთვის გამგეობისგან დაფინანსების მისაღებად ამხანაგობამ საკუთარ ანგარიშზე უნდა განათავსოს დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოს ღირებულების აუცილებელი სადანახარჯო შენატანის შემდეგი ოდენობა: ბ1.ა) 5% - 100 000 ლარამდე ღირებულების სამუშაოების შემთხვევაში; ბ1.ბ) 3% - 100 000 ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოების შემთხვევაში;“; ბ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და ,,ბ1 ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი სადანახარჯო შენატანების ნაცვლად, ამხანაგობამ შესაძლოა წარადგინოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირება იმ ამხანაგობის საბანკო ანგარიშზე სადანახარჯო შენატანების განთავსების თაობაზე, რომლის წევრებიც არიან დევნილები და რომელთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“; ბ.გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ და „ბ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი სადანახარჯო შენატანები ამხანაგობის ანგარიშზე უნდა აისახოს და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი გამგეობაში წარმოდგენილ იქნეს განცხადების დაკმაყოფილებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები