დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის №8-22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27-89 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 11/09/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/09/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.101.016539 |
|
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის №8-22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის №8-22 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 04/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.101.016446) პირველი მუხლის „ა“ პუნქტით დამტკიცებულ „დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის განხორციელების წესში” (დანართი №1) და წესის:
ა) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) ამ წესის მე-7 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემოწმების შედეგად გაკეთებული დასკვნის საფუძველზე განმახორციელებელი უფლებამოსილია მიმწოდებელს წერილობითი შეტყობინებით გაუუქმოს ქვეპროგრამაში რეგისტრაცია;“; ბ) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ეროვნული სკრინინგ ცენტრი“ (ს/კ 202442730) (შემდგომში – ცენტრი) უზრუნველყოფს მის ბაზაზე არსებული ელექტრონული საინფორმაციო პროგრამის (შემდგომში – საინფორმაციო პროგრამა) დანერგვას ქვეპროგრამის მიმწოდებლებთან განმახორციელებლის შეტყობინებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.“; გ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. განმახორციელებელი პერიოდულად ამოწმებს ცენტრის/მისი კონტრაქტორის ან/და ფილიალის ან/და მობილური გუნდის მიერ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობას. შემოწმებას ახორციელებს ქვეპროგრამის განმახორციელებლის შესაბამისი ქვედანაყოფი ქვეპროგრამის განმახორციელებლის დებულების შესაბამისად. დ) მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს 11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ცენტრი უზრუნველყოფს ქვეპროგრამის მიმწოდებლის/მისი კონტრაქტორის ან/და ფილიალის ან/და მობილური გუნდის მიერ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შემოწმებას, გარდა ცენტრის/მისი კონტრაქტორის ან/და ფილიალის ან/და მობილური გუნდის მიერ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობისა. შემოწმების განხორციელების ფორმა და მექანიზმი განისაზღვრება ქვეპროგრამის განმახორციელებელთან შეთანხმებით. ცენტრი ყოველთვიურად წარუდგენს ქვეპროგრამის განმახორციელებელს შემოწმების შედეგებს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები