„2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №592 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №592 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 455
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/09/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.020771
455
07/09/2018
ვებგვერდი, 11/09/2018
470000000.10.003.020771
„2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №592 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №455

2018 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №592 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის   მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №592 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2017, 470000000.10.003.020302) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:

 

1. №1 დანართის (დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1,595.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

კიბოს სკრინინგის კომპონენტი

970.0

2

საშვილოსნოს ყელის ორგანიზებული სკრინინგი

34.0

3

1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა  მსუბუქი და საშუალო ხარისხის მენტალური განვითარების დარღვევების პრევენცია

90.0

4

ეპილეფსიის დიაგნოსტიკა და ზედამხედველობა

368.0

5

დღენაკლულთა რეტინოპათიის სკრინინგის პილოტი

109.0

6

საინფორმაციო რეგისტრებისა და ელექტრონული მოდულების განვითარება

24.0

 

სულ:

1,595.0

                                                                                                               .“.                                

2. №3 დანართის (ეპიდზედამხედველობა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1,695.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე არსებული სჯდ ცენტრებისთვის ეპიდზედამხედველობის, იმუნიზაციისა და სამედიცინო სტატისტიკის ღონისძიებათა ფარგლებში მომსახურების დაფინანსებისთვის

553.5

2

მალარიისა და სხვა ტრანსმისიური (დენგე, ზიკა, ჩიკუნგუნია, ყირიმ-კონგო, ლეიშმანიოზი და სხვა) დაავადებების პრევენციისა და კონტროლის გაუმჯობესება

977.5

3

ნოზოკომური ინფექციების ეპიდზედამხედველობა

33.0

4

ვირუსული დიარეების კვლევა

14.0

5

გრიპზე, გრიპისმაგვარ დაავადებებსა და მძიმე მწვავე რესპირაციულ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობის ქსელის მდგრადობის შენარჩუნება და სეზონურ/პანდემიურ გრიპზე რეაგირება (მ.შ., საყრდენი ბაზების მომსახურება თვეში არაუმეტეს 3000 ლარისა)

117.0

 სულ:

1,695.0

                                                                                                               .“.                               

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე