დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 454 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 07/09/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/09/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 470000000.10.003.020770 |
|
„C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/04/2015, 470000000.10.003.018554) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის“:
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ა1“, „ა2“ და „ა3“ ქვეპუნქტების მიმწოდებლები განისაზღვრება მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.“. 2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ა1“, „ა2“ და „ა3“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. 3. მე-19 მუხლის: ა) პირველ პუნქტს „ა2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა3“ ქვეპუნქტი: „ა3) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის (შემდგომში – იუსტიციის სახლი) ფილიალების ბაზაზე სკრინინგის მუდმივმოქმედი კუთხეების მოსაწყობად შესაბამისი საოფისე ტექნიკის, ინვენტარისა და უნიფორმის შესყიდვა;“; ბ) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) C ჰეპატიტზე სკრინინგის ჩატარება გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპების დაცვით, ცენტრის, ცენტრის რეგიონული ლაბორატორიებისა და იუსტიციის სახლების ფილიალების, ასევე ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაწესებულებების/ ორგანიზაციების ბაზაზე და გამსვლელი ბრიგადების გამოყენებით;“. 4. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 21. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 14,257.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
.“.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები