დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 325 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
მიღების თარიღი | 11/09/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/09/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 170040000.22.027.016825 |
|
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით (სსმ III, №33, 31.03.2010, მუხ. 517) დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 13
1 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1
1 და 1
2 პუნქტები:
„1 1. დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების დადება იმ ნოტარიუსთან, რომლის სანოტარო ბიურო მოცემულ დასახლებაში ერთადერთია (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ სანოტარო ბიუროში სხვა ნოტარიუსიც მუშაობს), ან როდესაც შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შედეგად მოცემული დასახლება მოქმედი სანოტარო ბიუროს გარეშე დარჩება. 12. ნოტარიუსთან შრომითი ხელშეკრულების დასადებად საჭიროა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წინასწარი თანხმობა. ნოტარიუსთა პალატის ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ასეთ თანხმობას გასცემს იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ ნოტარიუსთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში მოცემული დასახლება მოქმედი სანოტარო ბიუროს გარეშე არ დარჩება.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები