„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3397-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/09/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 130000000.05.001.019149
3397-Iს
05/09/2018
ვებგვერდი, 26/09/2018
130000000.05.001.019149
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 15.07.2015, სარეგისტრაციო კოდი: 130000000.05.001.017864) 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მოსამსახურეს ეკრძალება:

ა) გაფიცვა;

ბ) შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზება ან/და ჩატარება, აგრეთვე მასში მონაწილეობა;

გ) პოლიტიკური გაერთიანების წევრობა;

დ) სახელმწიფო, პროფესიული, კომერციული საიდუმლოების, აგრეთვე კონფიდენციალური ინფორმაციის, შინასამსახურებრივი მონაცემების შემცველი ინფორმაციის, პერსონალური მონაცემებისა და გამოძიების მასალების გამჟღავნება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

5 სექტემბერი 2018 წ.

N3397-Iს